კატსინის შტატი (ინგლ. Kaduna State) — შტატი ნიგერიის ჩრდილოეთით.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კატსინა.
  • ფართობი — 24 192 კმ², მოსახლეობა — 5 801 584 ადამიანი (2006).[3]
შტატი
კატსინის შტატი
ინგლ. Katsina State
ქვეყანა ნიგერიის დროშა ნიგერია
ადმ. ცენტრი Katsina
შიდა დაყოფა Bakori[1] [2] , Bindawa[1] [2] , Batsari[1] [2] , Batagarawa[1] [2] , Dutsin-Ma[1] [2] , Dutsi[1] [2] , Daura[1] [2] , Danja[1] [2] , Dandume[1] [2] , Dan Musa[1] [2] , Baure[1] [2] , Charanchi[1] [2] , Funtua[1] [2] , Ingawa[1] [2] , Malumfashi[1] [2] , Kusada[1] [2] , Mai'Adua[1] [2] , Kaita[1] [2] , Kankara[1] [2] , Kankia[1] [2] , Jibia[1] [2] , Kafur[1] [2] , Katsina[1] [2] , Kurfi[1] [2] , Rimi[1] [2] , Musawa[1] [2] , Matazu[1] [2] , Mashi[1] [2] , Mani[1] [2] , Sabuwa[1] , Sandamu[1] [2] , Zango[1] [2] , Safana[1] [2] და Faskari[1] [2]
კოორდინატები 12°15′00″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. / 12.25000° ჩ. გ. 7.50000° ა. გ. / 12.25000; 7.50000
დაარსდა 23 სექტემბერი, 1987
ფართობი 24 192 კმ²
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მოსახლეობა 5 801 584 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 239,81 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი katsinastate.gov.ng
 
XVIII საუკუნეში აშენებული გობირაუს მინარეთი, რომელიც მეჩეთებს მიეკუთვნება

21 კმ სიგრძის კედლით გარშემორტყმული ქალაქი კატსინა გადმოცემის მიხედვით დაარსდა XII საუკუნეში[4]. ისლამამდელ პერიოდში ქალაქ-სახელმწიფო სარკის მმართველს მინიჭებული ჰქონდა საკრალური ფუნქციები, მას მიეწერებოდა ზებუნებრივი შესაძლებლობები.

XVII—XVIII საუკუნეებში ქალაქი კატსინა იყო ჰაუსალენდის ეკონომიკური ცენტრი, ჰაუსას ქალაქ-სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი. XVIII საუკუნეში ქალაქში აშენდა თავისი 50 ფუტის სიმაღლის მინარეთით განთქმული (გობირაუს მინარეთი) მეჩეთი, რომელიც აგებულია თიხით და პალმის ტოტებით[4].

1950-იან წლებში კატსინის შტატში შეიქმნა ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონებში პირველი ევროპული ტიპის საშუალო სკოლა.

მოსახლეობა

რედაქტირება

2006 წელს შტატის მოსახლეობა შეადგენდა 5 801 584 ადამიანს, რომლის უმრავლესობა მიეკუთვნება ისლამის აღმსარებლობის ჰაუსას და ფულბეს ეთნიკურ ჯგუფებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

კატსინის შტატი დაყოფილია 34 თვითმმართველობის რაიონად.

ეკონომიკა

რედაქტირება

კატსინის შტატი ხორბლის, არაქისის, ფეტვის, გვინეის სორგოს მოყვანის და ასევე ტყავის გამოყვანის ცენტრია. ქალაქ კატსინაში ასევე ფუნქციონირებს არაქისის ზეთის ფაბრიკა და ლითონჩამომსხმელი ქარხანა[4]. შტატში ასევე მდებარეობს საინფორმაციო ტექნოლოგიის რამდენიმე კომპანია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება