კატე ლეიხტერი
მარიანა კატარინა „კატე“ ლეიხტერი (დაბ. მარიანა კატარინა პიკი; გერმ. Käthe Leichter; დ. 20 აგვისტო, 1895, ვენა, ავსტრია-უნგრეთი — გ. 1942 წლის თებერვალი, რავენსბრიუკი) — ავსტრიელი პოლიტიკოსი, ეკონომისტი, ქალთა უფლებების დამცველი, ჟურნალისტი. ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ვენის შრომის პალატის წევრი. 1942 წელს ნაცისტური რეჟიმის დროს მოათავსეს რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ბერნბურგის ევთანაზიის ცენტრის გაზის კამერაში დაასრულა სიცოცხლე.[1]
კატე ლეიხტერი | |
---|---|
მშობლიური სახელი | გერმ. Käthe Leichter |
დაბადების თარიღი |
20 აგვისტო 1895 ვენა, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვალების თარიღი |
17 მარტი 1942 (46 წლის) გერმანია, ბერნბურგის ევთანაზიის ცენტრი |
მოქალაქეობა | ცისლეიტანია |
საქმიანობა | მწერალი, ეკონომისტი, ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | ოტო ლეიხტერი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიანა კატარინა პიკი დაიბადა ვენაში. ებრაული წყვილის — ადვოკატ ჯოზეფ პიკის (დ. 1849, ქალაქი ნაჩოდი — გ. 1926) და მისი მეუღლის შარლოტა „ლოტე“ რუბინშტეინის (დ. 1871, ქალაქი გალატი —გ. 1939) ოჯახში. მისი უფროსი და იყო ავსტრიელ-ამერიკელი კომპოზიტორი და მუსიკის თერაპევტი ვალი ვაიგლი.მარიანა სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს ვენის უნივერსიტეტში. იმ დროს ავსტრიელ ქალებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ ჰქონდათ, ამიტომ 1917 წელს გადავიდა ჰაიდელბერგის გერმანულ უნივერსიტეტში; [2] სწავლა დაასრულა 1918 წლის ივლისში, შემდეგ დაბრუნდა ვენაში და უნივერსიტეტში კიდევ ორი სემესტრი გაიარა.[3]
სტუდენტობის წლებში შეუერთდა რადიკალურ მემარცხენე ორგანიზაცია Wiener Jugendbewegung-ს (ვენის ახალგაზრდული მოძრაობა), მოგვიანებით კი იყო კარლ მარქსის პარტიულ მუშაკთა ასოციაციის — ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SDAPÖ) მარქსისტული ჯგუფის, წევრი (Parteischüler-Bildungsverein Karl Marx), რომელიც ეწინააღმდეგებოდა ომს.
1918 წელს დაარსდა ავსტრიის რესპუბლიკა. მარიანა პიკი, როგორც ერთ-ერთი პირველი პოლიტიკურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული ავსტრიელი ქალი, რომელიც სპეციალიზებული იყო ეკონომიკაში, შეუერთდა ვენის შრომის პალატის ქალთა განყოფილებას 1925 წელს და ხელმძღვანელობდა 1934 წლამდე. მან გამოაქვეყნა სტატიები და მოხსენებები ავსტრიაში ქალთა მუშაობის შესახებ შეგროვებული სტატისტიკის საფუძველზე, კითხულობდა ლექციებს, სასკოლო კურსებს, უძღვებოდა რადიო გადაცემებს, რომლებიც იცავდა ქალთა უფლებებს, ემხრობოდა თანაბარ ანაზღაურებას, მეტი ქალის დაქირავებას სოციალურ ადმინისტრაციაში და დასაქმების შესაძლებლობებს უმაღლესი განათლების მქონე ქალებისთვის.
მარიანა პიკი 1921 წელს დაქორწინდა თანამემამულე სოციალისტსა და ჟურნალისტ ოტო ლეიხტერზე და მიიღო მეუღლის გვარი. პირველი ვაჟი, ჰაინცი, 1924 წელს შეეძინა, ხოლო მეორე, ფრანცი, 1930 წელს.
1934 წლის თებერვალში, როდესაც ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია SDAPÖ აიკრძალა ავსტრიაში, მარიანა შეუერთდა მიწისქვეშა სოციალისტურ ორგანიზაციას „რევოლუციური სოციალისტები“ (გერმ. Revolutionäre Sozialisten). იგი ემიგრაციაში წავიდა ციურიხში, ექვსი თვე გაატარა ემიგრაციაში და რევოლუციური სოციალისტების ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევის შემდეგ დაბრუნდა ვენაში. ანშლუსის შემდეგ სცადა გაქცევა ავსტრიიდან, მაგრამ 1938 წლის 30 მაისს გესტაპომ ვენაში დააკავა და შემდგომ დააპატიმრა. 1940 წელს მარიანა ლეიხტერი გაგზავნეს რავენსბრუკის საკონცენტრაციო ბანაკში, ხოლო 1942 წლის დასაწყისში იგი მოკლეს გაზის კამერაში ბერნბურგის ევთანაზიის ცენტრში.[4]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Frauenarbeit und Arbeiterinnenschutz in Österreich, 1927
- Wie leben die Wiener Heimarbeiter? : eine Erhebung über die Arbeits- und Lebensverhältnisse von tausend Wiener Heimarbeitern, 1923
- So leben wir ... 1320 Industriearbeiterinnen berichten über ihr Leben ; Eine Erhebung, 1932
- Käthe Leichter. Leben und Werk, 1973
- Käthe Leichter zum 100. Geburtstag : Texte zur Frauenpolitik, 1995
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hauch, Gabriella (2006). de Haan, Francisca; Daskalova, Krasimira; Loutfi, Anna (eds.). Biographical Dictionary of Women's Movements and Feminisms in Central, Eastern, and South Eastern Europe: 19th and 20th Centuries. Central European University Press. pp. 286–289. ISBN 978-963-7326-39-4.
- ↑ Leichter, Käthe, geborene Pick. Deutsche Biographie. ციტირების თარიღი: 2024-03-30
- ↑ Lacina, Evelyn (1985). "Leichter, Käthe, geborene Pick". Neue Deutsche Biographie (გერმ. ). Retrieved 1 September 2015.
- ↑ Freidenreich, Harriet (1 March 2009). "Käthe Leichter". Jewish Women: A Comprehensive Historical Encyclopedia. Jewish Women's Archive. Retrieved 1 September 2015.