კატერინა ლენგფორდი

ავსტრალიელი მსახიობი

კატერინა ლენგფორდი (ინგლ. Katherine Langford; დ. 29 აპრილი, 1996)[1]ავსტრალიელი მსახიობი. 2017-2018 წლებში ასრულებდა ჰანა ბეიკერის როლს Netflix-ის ტელესერიალში „13 მიზეზი“. ამ როლმა მას ოქროს გლობუსის ნომინაცია მოუტანა.[2] შემდგომ გადაიღეს რამდენიმე ფილმში, მათ შორის — „სიყვარულით, საიმონი“ (2018) და „ამოიღე დანები“ (2019).

კატერინა ლენგფორდი

ლენგფორდი 2018 წელს.
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1996 (1996-04-29) (27 წლის)
პერთი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2015-დღემდე
ნათესავები ჯოზეფინა ლენგფორდი (და)

ადრინდელი ცხოვრება რედაქტირება

კატერინა ლენგფორდი 1996 წლის 29 აპრილს პერთში, ავსტრალიაში[1] ელისაბეთ და სტეფან ლენგფორდების ოჯახში დაიბადა.[3][4] გაიზარდა ეიპლკროსში, პერთის ზღვისპირა გარეუბანში.[5] ჰყავს ერთი უმცროსი და ჯოზეფინა ლენგფორდი, რომელიც, კატერინას მსგავსად დაკავებულია სამსახიობო კარიერით.

სწავლობდა „პერთის თანამედროვე სკოლაში“,[6][7] სადაც ეუფლებოდა მუსიკასა და ცურვას. იყო სპორტული კაპიტანი და ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი წარმატებული მოცურავე.[8][9]

სწავლის პერიოდში მუსიკალური თეატრის გარდა, დაინტერესებული იყო პოლიტიკით და მედიცინით. 2012 წელს, 16 წლის ლენგფორდი დაესწრო ლედი გაგას რიგით მესამე კონცერტს — „Born This Way Ball“, რამაც პიანინოზე დაკვრის შესწავლა შთააგონა.[10] მან ხალხს გაუზიარა რამდენიმე ვიდეო, სადაც იგი თავის დაწერილ სამ სიმღერას მღერის — „I've Got a Crush on Zoe Bosch“, „Young and Stupid“, „3 Words“.[11][12] სიმღერა „Young and Stupid“ არის ანტი-სუიციდური სიმღერა, რომელიც მან 2013 წელს დაწერა, მას შემდეგ რაც, პერთიში სამმა თინეიჯერმა თავისი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.[13] სკოლის ბოლო წელს, ლენგფორდმა ცურვა შეწყვიტა და მაქსიმალური ყურადღება, მუსიკას და პერფომანსებს დაუთმო.[14] მსახიობი ხშირად იღებდა მონაწილეობას მუსიკისა და დრამის შეჯიბრებში, სადაც იგი დიდ წარმატებას აღწევდა. 2013 წელს[15][16] ლენგფორდმა სასკოლო სპექტაკლში, „Hotel Sorrento“-ში მიიღო მონაწილეობა და ამავე წელს დაამთავრა სწავლა.[17]

სკოლაში სწავლის შემდეგ ლენგფორდმა სამსახიობო კარიერის შექმნა გადაწყვიტა. მას სკოლაში ხშირად სურდა სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა ხშირად ეუბნებოდნენ უარს, იმ მიზზით, რომ იგი ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მან სამსახიობო კურსებზე დაიწყო სიარული. 2014-2015 წლამდე სწავლობდა „ცეკვისა და ხელოვნების აკადემიაში“. შემდგომ კი, გამოჩნდა რამდენიმე მიუზიკლში, მათ შორის — „Godspell“ და „Evita“.

კარიერა რედაქტირება

კატერინა ლენგფორდი რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოჩნდა, მათ შორის — „Story of Miss Oxygen“ (2015), „Imperfect Quadrant“ (2016) და „Daughter“ (2016). „Daughter“-ში მან მთავარი როლი ითამაშა, ფილმის დებიუტი კი 2016 წელს, კანის ფესტივალზე შედგა.

ლენგფორდის პირველი მნიშვნელოვანი როლი ჰანა ბეიკერი იყო, რომელიც მან Netflix-ის ტელესერიალში „13 მიზეზი“ ითამაშა. 2016 წლის დეკემბერს იგი გაწევრიანდა „უილიამ მორის ინდევორის“ სააგენტოში.[18] ლენგფორდმა ჰანა ბეიკერის როლი სერიალის მეორე სეზონშიც ითამაშა, სერიალის მეორე სეზონი 2018 წლის 18 მაისს გამოვიდა.[19] 2018 წლის 25 მაისს მსახიობმა განაცხადა რომ იგი სერიალის მესამე სეზონში მონაწილეობას, როგორც ჰანა ბეიკერი აღარ მიიღებდა.[20]

შემდგომ მან მონაწილეობა მიიღო შენონ ალექსანდერის კომედიურ დრამაში „შემცდარი“. ფილმის პრემიერა 2018 წლის იანვარში შედგა.[21] მან 2018 წლის ფილმში, „სიყვარულით, საიმონი“ ლეას როლი ითამაშა. 2018 წლის 12 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ლენგფორდი მონაწილეობას მიიღებდა ტელესერიალ „დაწყევლილში, რომელიც გადაღებულია ფრენკ მილერისა და ტომ უილერის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით. სერიალის პრემიერა გაიმართა 2020 წლის ივლისში.[22] ლენგფორდი 2019 წელს გადაიღეს ფილმში „ამოიღე დანები“[23]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • კატერინა ლენგფორდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში 
  • კატერინა ლენგფორდი Instagram-ზე
  • Christmass, Pip (14 იანვარი, 2017). „13 reasons why Perth actor Katherine Langford's star is rising“. Western Australia: „PerthNow.com“ – წარმოდგენილია „The Sunday Times“-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Katherine Langford: Actress (1996–). A&E Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 August 2019. ციტირების თარიღი: 28 May 2018
  2. King, Brittany (31 March 2017). „13 Reasons Why Star Katherine Langford Talks Teen Depression: 'It's Not a Beautiful Tragedy, It's Hell'. People. ციტირების თარიღი: 4 April 2017.
  3. The Author (Dr. Elizabeth Green). ციტირების თარიღი: 1 January 2018
  4. Dr. Stephen Langford. ციტირების თარიღი: 12 March 2018
  5. McRae, Rose. (19 May 2017) Netflix star Katherine Langford reminisces on happy days at Perth Mod. ციტირების თარიღი: 23 May 2017
  6. „Katherine Langford joins fight to save Perth Modern“. The West Australian. 26 May 2017. ციტირების თარიღი: 16 June 2017.
  7. „13 Reasons Why star joins fight to save Perth school“. ციტირების თარიღი: 16 June 2017.
  8. Stone, Russell. (16 April 2017) who's that girl: meet katherine langford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 23 April 2017
  9. Christmass, Pip (15 January 2017). „Katherine Langford – A young star seriously on the rise“. The Sunday Times. ციტირების თარიღი: 20 April 2017.
  10. Hirsh, Sophie (27 April 2017). „Fans Have Uncovered Hannah from 13 Reasons Why's Old Music Videos“. Teen Vogue. ციტირების თარიღი: 26 May 2017.
  11. „13 Reasons Why star Katherine Langford is also an amazing singer: Watch“. Nine.com.au. 16 April 2017. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  12. Pehanick, Maggie (9 April 2017). „Um, 13 Reasons Why's Katherine Langford Is an Incredible Singer“. POPSUGAR Entertainment. ციტირების თარიღი: 19 April 2017.
  13. '13 Reasons Why' Katherine Langford's anti-suicide song found, other song sparks gay comments“. International Business Times. 28 April 2017. ციტირების თარიღი: 26 May 2017.
  14. Highfill, Samantha (3 April 2017). '13 Reasons Why': Get to Know Series Star Katherine Langford“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 23 April 2017.
  15. „Katherine Langford“ (PDF). RGM Artists Group. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 6 June 2017.
  16. UPCOMING EVENTS (20 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2020.
  17. Perth Modern News April 2013 (April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2020.
  18. „WME Signs 'Thirteen Reasons Why' Star Katherine Langford (Exclusive)“. The Hollywood Reporter. 11 April 2017. ციტირების თარიღი: 12 April 2017.
  19. "13 Reasons Why" Star Katherine Langford Says Hannah Will Have a HUGE Role In Season 2“. Seventeen. 14 November 2017. ციტირების თარიღი: 27 May 2018.
  20. „13 Reasons Why: Katherine Langford says goodbye to Hannah Baker“. Entertainment Weekly. 25 May 2018. ციტირების თარიღი: 27 May 2018.
  21. https://www.flickeringmyth.com/2018/01/trailer-misguided-starring-13-reasons-whys-katherine-langford/
  22. Cursed – Listings. ციტირების თარიღი: June 18, 2020.
  23. Weintraub, Steve 'Frosty'. (25 November 2019) Katherine Langford and Jaeden Martell Talk ‘Knives Out’ and Instagram en-US. ციტირების თარიღი: 30 November 2019