კატალინ ჩეჰ
კატალინ ჩეჰ (დ. 1988 წლის 29 ივნისი) — კანადაში დაბადებული უნგრელი ექიმი და პოლიტიკოსი. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში, იგი აირჩიეს „მომენტუმის მოძრაობის“ (ევროპული განახლების პარტიული ჯგუფის ნაწილი) წარმომადგენლად ევროპარლამენტში.
კატალინ ჩეჰ | |
---|---|
ჩეჰ-ი 2020 წელს | |
დაბადების თარიღი |
1988 წლის 29 ივნისი (35 წლის), მონრეალი, კვებეკი, კანადა |
ეროვნება | უნგრელი |
ალმა-მატერი |
სემელვეისის უნივერსიტეტი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
პარტია | „მომენტუმის მოძრაობა“ |
ადრეული ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაკატალინ ჩეჰ-ი დაიბადა 1988 წლის 29 ივნისს მონრეალში (კვებეკი, კანადა).[1] კატალინმა სწავლა დაიწყო ტოლდი ფერენცის საშუალო სკოლაში, რომელიც მდებარეობს უნგრეთში, კერძოდ, ბუდაპეშტში,[2][3] ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო სემელვეისის უნივერსიტეტში. 2015 წელს, კატალინმა მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ჯანმრთელობის ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამართლის მიმართულებით როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში.[4] იმავე წელს, ჩეჰმა, ცხრა სხვა წევრთან ერთად, დააფუძნა „მომენტუმის მოძრაობის“ ჯგუფი.[4] ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ. ჯგუფმა წამოაყენა რეფერენდუმის ჩატარების იდეა აღნიშნულ საკითხზე და 266 000 ხელმოწერა მოაგროვა. ამის შედეგად, მთავრობამ უკან წაიღო საკუთარი გადაწყვეტილება.[5]
2017 წლის მარტში „მომენტუმის მოძრაობა“ გახდა ცენტრისტული პოლიტიკური პარტია.[5] 2017 წლის აგვისტოში, იგი დანიშნეს პარტიის მმართველ საბჭოში.[4] 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩეჰ-ი მონაწილეობდა, როგორც პარტიის კანდიდატი.[6] პარტიამ ვერ შეძლო მოგება და ადგილის მოპოვება პარლამენტში, ამიტომ მმართველი საბჭო (მათ შორის, ჩეჰ-ი) გადადგა.[7][8]
ევროპარლამენტი
რედაქტირებაჩეჰმა წარადგინა საკუთარი კანდიდატურა „მომენტუმის მოძრაობის“ სიიდან 2019 წლის ევროსაპარლამენტო არჩევნებში. მარგრეტე ვესტაგერის ხელმძღვანელობით, იგი, ასევე, იყო „ევროპის შვიდ ძლიერ გუნდს“ შორის, რომელიც ცენტრისტმა ლიბერალ-დემოკრატიულმა ალიანსმა არჩევნების წინ შეარჩია ევროკავშირის მხარდამჭერი, ლიბერალური კამპანიის მოწინავე პოზიციებისთვის.[9]
ჩეჰ-ი პარტიის სიაში იყო პირველი და აირჩიეს ევროპარლამენტის ერთ-ერთ წევრად უნგრეთიდან (მეორე კანდიდატი იყო ანა დონატი).[10][11] იგი ევროპული განახლების პოლიტიკური ჯგუფის რვა ვიცე-თავმჯდომარეს შორის ერთ-ერთი იყო.[12] ჩეჰ-ი არის ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის წევრი (2019 წლიდან) და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრი (2000 წლიდან). 2021 წლიდან მოყოლებული, ჩეჰ-ი არის ევროპის მომავლის კონფერენციის საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
საკომიტეტო დავალებების გარდა, ჩეჰ-ი არის აშშ-სთან ურთიერთობების საპარლამენტო დელეგაციის ნაწილი.[1] იგი, ასევე, არის ანტიკორუფციული საკითხების, მენტალური ჯანმრთელობისა და კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ევროსაპარლამენტო ჯგუფთაშორისი მუშაობის მხარდამჭერი.
2022 წლის სექტემბერში, ჩეჰ-ი გახდა ხალხის რჩეული: მან Covid-19-ზე რეაგირების ჯილდო მიიღო The Parliament Magazine-ის ყოველწლიური ევროპარლამენტის დაჯილდოებაზე.[13] 2024 წლის მარტში, იგი მოხვდა ოც ევროპარლამენტარს შორის, რომელსაც მიენიჭა „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო იმავე წლის ევროსაპარლამენტო დაჯილდოების ცერემონიალზე.[14]
პოლიტიკური პოზიციები
რედაქტირება2020 წელს, ჩეჰმა და ჰილდე ვოტმანსმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ევროპული განახლების 23 წევრიანმა ჯგუფმა მოუწოდა ჯოზეფ ბორელს, დაეწესებინა სანქციები ჩინელი ლიდერებისა და ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სინძიანგის საგანმანათლებლო ბანაკებსა და ჰონგ-კონგში.[15]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Katalin Cseh. European Parliament. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ EP 2019 Elections: Ones to Watch. DeHavilland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Cseh, Katalin. Cseh Katalin: Március 15. üzenete hu. kerekasztal-mp.hu. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ 4.0 4.1 4.2 Mizsur, András (6 September 2017). „Momentum: Hogy egyedül mi növekedünk, az már önmagában győzelem“. Heti Világgazdaság (უნგრული). ციტირების თარიღი: 25 August 2019.
- ↑ 5.0 5.1 Varga, Áron. (11 April 2017) Momentum Movement: Is there a bright future for the new Hungarian youth party?. Heinrich Böll Foundation. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Budapest főváros 06.számú egyéni választókerület (Budapest VIII. kerület) eredménye hu. National Election Office (8 April 2018). ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Lemondott a Momentum elnöksége hu. Index (Hungarian website) (5 May 2018). ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Juli, Boros. (22 December 2018) Két női listavezetővel indul az EP-választáson a Momentum hu. 444. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Mehreen Khan and Rochelle Toplensky. Vestager discloses ambition to become next EU commission. Financial Times. ციტირების თარიღი: 21 March, 2019.
- ↑ Katalin Cseh. Renew Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ Oltermann, Philip; Walker, Shaun; Giuffrida, Angela (27 May 2019). „An NBA star, a TV chef and a comedian: meet some of the new MEPs“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019.
- ↑ ALDE Group becomes Renew Europe. Alliance of Liberals and Democrats for Europe group (18 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 25 August 2019
- ↑ „MEP Awards: Winners 2022“. The Parliament Magazine. 21 September 2022. ციტირების თარიღი: 24 August 2023.
- ↑ „MEP Awards 2024 - The Rising Stars“. The Parliament Magazine. 21 March 2024. ციტირების თარიღი: 26 March 2024.
- ↑ Florian Eder. EU must sanction Chinese leaders involved in Uighur oppression, say legislators. Politico Europe.. ციტირების თარიღი: July 24, 2020.