კატაკალონ კეკავმენი
კატაკალონ კეკავმენი (ბერძ. Κατακαλὼν Κεκαυμένος) — XI საუკუნის ცნობილი მხედართმთავარი ბიზანტიის იმპერიაში.
კატაკალონ კეკავმენი დაიბადა კოლონეიაში, განთქმული კატაკალონების ოჯახში. იოან სკილიცის მიხედვით, ის არ იყო არისტოკრატიული წარმომავლობის.[1] პირველ წარმატებას მან გიორგი მანიაკის მეთაურობით წარმართულ სიცილიის კამპანიაში მიაღწია. ის პროტოსპაფარიის ტიტულით, 1040 წელს, მესინის არაბთა შემოსევების წინააღმდეგ, არმენიაკონის თემის დანაყოფს მეთაურობდა.[1][2]
1042 წელს, მიხეილ V-მ, კეკავმენი კონსტანტინოპოლში არსებული ამბოხის ჩასახშობად გაგზავნა, მომავალ წელს კი მან რუსების დამარბეველი რაზმის თავდასხმა აარიდა იმპერიული ქალაქს, ამის სანაცვლოდ მას დუნაის ქალაქების არხონტობა უბოძეს.[1] კონსტანტინე IX მონომახის მმართველობის ქვეშ, მას კარიერის მკვეთრი ზრდა ჰქონდა. ის აღმოსავლეთში იბერიის დუკად დანიშნეს და ადგილობრივ მოსახლეობას სელჩუკების წინააღმდეგ არსებულ მცირე თავდასხმებში მეთაურობდა. 1040-იანი წლების დასასრულს ის "აღმოსავლეთის სტარტილატის" წოდებამდე დააწინაურეს. აღმოსავლეთში ის ყივჩაღების თავდასხმებს იგერიებდა, სადაც სერიოზული ჭრილობა მიიღო.[1][3] 1055 წელს მას მაგისტროსობა და პრესტიჟული ანტიოქიის მმართველობა უბოძეს.
მიხეილ VI სტრატონიკე არ ენდობოდა ძლიერ გენერლებს და მათში საშიშროებას ხედავდა; მან კატაკალონის და ისააკ კომნენოსის მოთხოვნა პროედროსის წოდებამდე დაწინაურებისთვის, უარით გაისტუმრა.[4] ამის საპასუხოდ, 1057 წლის ისააკ კომნენოსის აჯანყებაში, კატაკალონმა ისააკის მხარი დაიჭირა, რის სანაცბლოდაც მას კურაპალატის ტიტული მიენიჭა.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- Guilland, Rodolphe (1967). Recherches sur les Institutions Byzantines, ტ.s I–II (French). Berlin: Akademie-Verlag.
- Holmes, Catherine (2005). Basil II and the Governance of Empire (976–1025). Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-927968-5.
- Kazhdan, Alexander, ed. (1991). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 0-19-504652-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Kazhdan 1991, p. 1113.
- ↑ Guilland 1967, ტ. I, გვ. 452 და ტ. II, გვ. 108
- ↑ Guilland 1967, ტ. I, გვ. 383–384, 387
- ↑ Guilland 1967, ტ. I, გვ. 37, 130, 186, 452