სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კასრი (მრავალმნიშვნელოვანი).

კასრი — ისტორიული პუნქტი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. წყაროებში პირველად იხსენიება აღმოსავლეთ კახეთში (ჰერეთში) ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობასთან დაკავშირებით (VIII ს.). შემდგომში არჩილმა კასრი უბოძა ერთ-ერთ კლარჯ მთავარს. კასრის ეკლესია (ნანგრევები შემორჩენილია დაბა კახის (აზერბაიჯანი) ტერიტორიაზე) იხსენიება 1310 წელს. შესაძლებელია კასრი კახის უძველესი სახელწოდება იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება