კასიმოვი
კასიმოვი ისტორიული სახელები: გოროდც-მეშჩიორსკი, ნოვი-ნიზოვოი (რუს. Касимов; თათრ. Касыйм;,[2] Ханкирмән,[3]) — ქალაქი რუსეთში, რიაზანის ოლქში. მდებარეობს მდინარე ოკას მარცხენა სანაპიროზე. მოსახლეობის რაოდენობა: 33,491 2010; 35,816 2002; 37,521 1989; 17,000 1910.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კასიმოვი თათრ. Касыйм | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
კოორდინატები | 54°57′30″ ჩ. გ. 41°23′50″ ა. გ. / 54.95833° ჩ. გ. 41.39722° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1152 | ||||
ფართობი | 20 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 27 821 (2023)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
სატელეფონო კოდი | 49131 | ||||
საფოსტო ინდექსი | 391300 | ||||
ისტორია
რედაქტირებაამ ტერიტორიაზე თავდაპირველად მეშჩიორას სახელით ცნობილი ფინური ტომი სახლობდა, რომლებიცშემდგომ რუსებთან და თათრებთან ასიმილირდნენ. ქალაქი 1152 წელს გროდეცკი-ს სახელით დააარსა ვლადიმირ-სუზდალის სამთავროს მმართველმა იური დოლგორუკმა. შემდგომ ცნობილი იყო როგორც: გოროდეც-მეშჩიორსკი. მონღოლური დაპყრობების დროს შედიოდა ოქროს ურდოს მიშერ იურტის ნახევრად ავტონომიური სამთავროს შემადგენლობაში, თუმცა ის მონღოლებმა შემდეგ მოსკოვის დიდი სამთავროს მიყიდეს.
1376 წელს ქალაი მონღოლების შემოსევის დროს დაინგრა, თუმცა მალევე აღდგა ნოვი-ნიზოვოი-ს სახელით. 1445 წელს სუზდალის ბრძოლის შემდეგ (როდესა მოსკოვის დიდი მთავარი ვასილი II ტყვედ ჩავარდა) მეშჩიორას მიწები დიდი მთავრის სიცოცხლის სანაცვლოდ ყაზანის სახანოს მმართველ ულუღ მუჰამედს გადაეცა.
1452 წელს ოსკოვის დიდი მთავარმა ვასილი II-მ ქალაქი გადასცა ულუღ მუჰამედის ვაჟს ყაზანის პრინც ქასიმ ხანს. რომელიც დიდი ურდოს ხარკის ამკრეფს წარმოადგენდა თუმცა შემდეგ რუსეთის სამსახურში ჩადგა. სხვა ცნობების მიხედვით ქასიმი და მისი ძმა იუსუფი გაიქცნენ ყაზანიდან მას შემდეგ რაც ისნის მესამე ძმა მახმუდთან ტახტისთვის დაპირისპირებაში დამარცხდნენ. 1471 წლიდან ცნობილი იყო როგორც ქასიმ ქალაქი. ის ქასიმის სახანოს დედაქალაქად 1681 წელს სახანოს რუსეთში შერწყმამდე რჩებოდა.
თთარების ჯგუფი რომლებიც იქ XV საუკუნეში დასახლდნენ დღეს ცნობილი არიან როგორც ქასიმ თათრები. ისინი თათრული ენის მიშარის და შუა თათრულის შერეულ დიალექტზე საუბრობენ. XIX საუკუნეში ცნობილი იყო მომსახურე პერსონალით, რომლებითაც სანქტ-პეტერბურგის სასტუმროების უმეტესობა იყო დაკომპლექტებული.[4]
ადმინისტრაციული და მუნიციპალური სტატუსი
რედაქტირებარუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული დაყოფის ჭრილში კასიმოვი წარმოადგენს კასიმოვსკის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. მას რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი აქვს. მუნიციპალური დაყოფის ჭრლში ქალაქი კასიმოვი კასიმოვის ურბანული ოკრუგი-ში შედის.
ისტორიული დაყოფა და ღირშესანიშნაობები
რედაქტირებაXVII საუკუნეში ქალაქი სამ წანილად გაიყო: ძველი ქალაქი (რუს: Старый Посад; თათრ: İske Bistä) და თათარების ქალქი (რუს: Татарская слобода; თათრ: Tatar Bistäse); იამსკოი (რუს: Ямская слобода) მოსკოვს დაქვემდებარებული მდაბიო რუსები; მარფინა (რუს: Марфина слобода, თათრ: Marfin Bistäse) კასიმოვი ვოევოდების მიერ კონტროლირებაადი ნაწილი.
ქალაქში შემდეგი ისტორიული შენობებია: ხანის მეჩეთი (1467-ის ან 1550-იანების კირქვის მინარეთებით), შახ-ალის მავზოლეუმი (1555), აფგან მუჰამადის მავზოლეუმი (1658).
ასევე არის შედარებით ახალი XVII-XIX საუკუნეების რუსული მართლმადიდებლური ეკლესიები: ნათლისღების სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამების სახელობის ეკლესია და ამაღლების სახელობის კათედრალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კასიმოვი“ ვიკისაწყობში.
- Official website of Kasimov დაარქივებული 2020-03-19 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Постановление министерства территориальной политики Рязанской области от 6 сентября 2023 года № 7 «Об утверждении Реестра административно-территориальных единиц и населенных пунктов Рязанской области»
- ↑ ლოკალურ დიალექტზე გამოითქმის როგორც: კა-ჩიიმ
- ↑ Ханкирмән, Хан-Кермень, აღნიშნავს "ხანის ციხესიმაგრე"
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 15 (11th ed.). Cambridge University Press. p. 693.