შარლ V ლოთარინგიელი

(გადამისამართდა გვერდიდან კარლ ლოთარანგიელი)

შარლ V ლოთარინგიელი (ფრანგ. Charles V de Lorraine) სრულად შარლ ლეოპოლდ ნიკოლა სიქსტე (ფრანგ. Charles Léopold Nicolas Sixte; დ. 3 აპრილი, 1643 — გ. 18 აპრილი, 1690) — ფრანგი დიდგვაროვანი, საღვთო რომის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი, ჰერცოგ ნიკოლას ვაჟი, ფერდინანდ III-ის ქალიშვილის, ელეონორა ავსტრიელის მეუღლე. ასევე ენათესავებოდა საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს.

შარლ V ლოთარინგიელი
ლოთარინგიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 18 სექტემბერი, 1675
მმართ. დასასრული: 18 აპრილი, 1690
წინამორბედი: შარლ IV
მემკვიდრე: ლეოპოლდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 აპრილი, 1643
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 18 აპრილი, 1690, (47 წლის)
გარდ. ადგილი: ველსი, ავსტრია
დაკრძ. ადგილი: ბრაუნშვაიგი, გერმანია
მეუღლე: ელეანორ მარია ავსტრიელი
შვილები: ლეოპოლდ I, ლოთარინგიის ჰერცოგი
მამა: ნიკოლა II, ლოთარინგიის ჰერცოგი
დედა: კლოდ ფრანსუაზ ლოთარინგიელი
რელიგია: კათოლიციზმი

კარლს ჰქონდა ბრწყინვალე სამხედრო და პოლიტიკური კარიერა. პირადად სარდლობდა ავსტრიელთა ჯარებს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართულ ომში, ასევე ცნობილ ვენის ბრძოლასა და დიდ თურქულ ომში. 1683 წელს მიიღო გენერალისიმუსის წოდება. მისი შთამომავლები 1737 წლამდე მართავდნენ ლოთარინგიის საჰერცოგოს, ხოლო შვილიშვილმა, ფრანც შტეფანმა იქორწინა მარია ტერეზია ჰაბსბურგზე და მიიღო საღვთო რომის იმპერატორის ტიტული, რითიც საფუძველი დაედო ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება