კარლ იოზეფ ავსტრიელი
კარლ იოზეფ ავსტრიელი (გერმ. Karl Joseph von Österreich; დ. 7 აგვისტო, 1649, ვენა — გ. 27 იანვარი, 1664, ლინცი) — ავსტრიის ერცჰერცოგი. ოლომოუცის და პასაუს ეპისკოპოსი და ვროცლავის არქიეპისკოპოსი. ტევტონთა ორდენის 47-ე დიდი მაგისტრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკარლ იოზეფ ავსტრიელი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის და ავსტრიის ერცჰერგონიის, მარია ლეოპოლდინე ავსტრიელის ვაჟი. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში ის გახდა ოლომოუცის და პასაუს ეპისკოპოსი. 1662 წელს კარლის ბიძის, ლეოპოლდ ვილჰელმ ავსტრიელის გარდაცვალების შემდეგ მას მემკვიდრეობით დარჩა ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია. ამის შემდეგ ის გახდა ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი, ხოლო 1663 წლის 23 თებერვალსს გახდა ვროცლავის არქიეპისკოპოსი, კარლ III-ის სახელით. კარლმა თავისი ღირსება რომის პაპ ალექსანდრე VII-სგან მიიღო.
კარლის ახალგაზრდული ასაკის გამო (ის გარდაიცვალა 15 წლის), მან ვერ შეძლო ბოლმდე შეესრულებინა თავისი მოვალეობა. როგორც მისი მშობლები, ისიც დაკრძალულია ჰაბსბურგების საგვარეულო სასაფლაოზე, ვენის კაპუცინერკირხეში.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gigi Beutler: Die Kaisergruft. Modulverlag, Wien 1993, ISBN 3-900507-06-6.
- Karl Kastner: Breslauer Bischöfe. Ostdeutsche Verlagsanstalt, Breslau 1929.
- Sabine Weiss: Zur Herrschaft geboren. Kindheit und Jugend im Hause Habsburg von Kaiser Maximilian bis Kronprinz Rudolf. Tyrolia-Verlag, Innsbruck u. a. 2008, ISBN 978-3-7022-2972-6.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კარლ იოზეფ ავსტრიელი
- კარლ ავსტრიელის პორტრეტი