კარლ ვაიპრეხტი
კარლ ვაიპრეხტი (გერმ. Carl Weyprecht; დ. 8 სექტემბერი, 1838 — გ. 29 მარტი, 1881) — ავსტრიელი პოლარეთის მკვლევარი. 1872-1874 წლებში იულიუს პაიერთან ერთად ხელმძღვანელობდა ექსპედიციას გემზე „ტეგეტჰოფი“, რომელსაც უნდა გაევლო ბარენცის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ გასასვლელიდან ბერინგის სრუტისკენ. ახალ მიწასთან გემი გასელილი იქნა ყინულებით. 372-დღიანი დრეიფის შემდეგ ჩრდილოეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იქნა აღმოჩენილი მიწა, რომელსაც უწოდეს ავსტრიის იმპერატორის ფრანც-იოზეფ I-ის სახელი. დაზამთრებისას ვაიპრეხტმა განახორციელა ღირებული სამეცნიერო დაკვირვებები გეოფიზიკაში და შეისწავლა პოლარეთის ყინულების ბუნება. 1872 წლის 18 თებერვალს მიიღო ავსტრია-უნგრეთის მოქალაქეობა. გარდაიცვალა 42 წლის ასაკში ტუბერკულოზით.
კარლ ვაიპრეხტი | |
---|---|
კარლ ვაიპრეხტი | |
დაბადების თარიღი |
8 სექტემბერი 1838 დარმშტადტი |
გარდაცვალების თარიღი |
29 მარტი 1881 მიხელშადტი |
საქმიანობა | მოგზაური |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარლ ვაიპრეხტი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კარლ ვაიპრეხტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)