იულიუს პაიერი (გერმ. Julius von Payer; დ. 2 სექტემბერი, 1841 — გ. 19 აგვისტო, 1915) — ავსტრიელი არქტიკის მკვლევარი, კარტოგრაფი, მთამსვლელი, მხატვარი. სამხედრო აკადემიის პროფესორი. 1872-1874 წლებში კარლ ვაიპრეხტთან ერთად ხელმძღვანელობდა ექსპედიციას გემზე „ტეგეტჰოფი“, რომლის შედეგად აღმოჩენილი იქნა ფრანც-იოსების მიწა. ეს მოგზაურობა მან აღწერა წიგნში „725 დღე არქტიკის ყინულებში“. დიდი წვლილი შეიტანა ალპური მხარეების შესწავლის საქმეში. 1862 წლიდან გატაცებული იყო ალპინიზმით. მისი სახელობისაა კუნძული, მყინვარი, მთა.

იულიუს პაიერი

იულიუს პაიერი
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი 1841
ტეპლიცე
გარდაცვალების თარიღი 19 აგვისტო 1915
ბლედი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება