კარლ გოტფრიდ ნოიმანი

კარლ გოტფრიდ ნოიმანი (გერმ. Carl Gottfried Neumann; დ. 7 მაისი, 1832, კალინინგრადი — გ. 27 მარტი, 1925, ლაიფციგი) — გერმანელი მათემატიკოსი. ჰალეს (1863-იდან), ტიუბინგენის (1865-იდან), ლაიფციგის (1868-იდან) უნივერსიტეტების პროფესორი. ნოიმანს ეკუთვნის გამოკვლევები კერძოწარმოებულებიან დიფერენცირებულ განტოლებათა თეორიაში. გამოიკვლია მეორე სასაზღვრო ამოცანა. ავტორია შრომებისა ალგებრულ ფუნქციათა რიმანის თეორიაში. გერმანელ მათემატიკოს ალფრედ კლებშთან ერთად დააარსა ჟურნალი „Mathematische Annalen“ (1868).

კარლ გოტფრიდ ნოიმანი

ლიტერატურა

რედაქტირება