კარლო ორაგველიძე
კარლო ორაგველიძე (დ. 1902, სოფ. შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი, რუსეთის იმპერია — გ. 11 ოქტომბერი, 1937) — ქართველი ისტორიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1902 წელს სოფელ შუხუთში (ლანჩხუთის რაიონი), გლეხის ოჯახში. სწავლობდა სოფლის სკოლაში, შემდეგ — გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვში, სვერდლოვსკის სახელობის უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას მიენიჭა წითელი პროფესორის სამეცნიერო წოდება).
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კარლო ორაგველიძე საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილებას განაგებდა. 1935 წლის ივნისიდან 1937 წლის ივნისამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად იყო დანიშნული.
1936 წლის 23 მარტს თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „საქართველოს ისტორიის საკითხისათვის“, რომლის უმთავრესი მიზანი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის, როგორც ისტორიკოსის განქიქება და განადგურება იყო. კარლო ორაგველიძემ ივანე ჯავახიშვილის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე მარტოოდენ ემპირიული მასალების, ფაქტების შეგროვებასა და მათ ერთგვარ სისტემატიტზაციამდე დაიყვანა. იმავე წელს მან თავისი მოხსენება თსუ-ის „შრომებშიც“ დაბეჭდა (1936 , V, პირველი სერია: საზოგადოებათმეცნიერებანი).
კარლო ორაგველიძეს ეკუთვნის ნაშრომები მარქსისტულ-ლენინური თეორიისა და პარტიის ისტორიის სხვადასხვა საკითხზე.
დახვრიტეს 1937 წელს.