კარლო გარდაფხაძე
კარლო კონსტანტინეს ძე გარდაფხაძე (დ. 15 სექტემბერი, 1917, სოფ. ტვიში, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, — გ. 17 სექტემბერი, 2015) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი, შემდეგ სწავლობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (უფროსი ლეიტენანტი). 1959 წლიდან იყო სხვადასხვა ხელმძღვანელ პარტიულ თანამდებობაზე. 1961-1977 წლებში საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობის დროს აიგო მაუწყებლის დღევანდელი შენობა, საქართველოს ტელევიზია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი გადავიდა ფერად მაუწყებლობაზე.[1] 1977-1985 წლებში იყო საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს V-XII მოწვევების დეპუტატი. 1988 წლიდან სტალინის საერთაშორისო საზოგადოების, 1995 წლიდან — „სტალინის იდეურ მემკვიდრეთა საქართველოს კავშირის“ თავმჯდომარე. 2000-იან წლებში იყო საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998) და სხვა საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გზაზე ერთი კაცი მოდიოდა... : კარლო გარდაფხაძე - 90 / კუპატაძე, ელვერ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2007. - 28 აგვისტო. - N166 (5767).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პირველი არხის ყოფილი ხელმძღვანელი კარლო გარდაფხაძე გარდაიცვალა დაარქივებული 2020-07-19 საიტზე Wayback Machine. , „საზოგადოებრივი“. 17 სექტემბერი, 2015.