კარლო ნიკოლოზის ძე ბაკურაძე (დ. 14 იანვარი, 1927, ტფილისი) — ქართველი მხატვარ-რესტავრატორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1974).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით. 1954-იდან მუშაობს მხატვარ-რესტავროტარად, ამავე წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მოღვაწეობს როგორც ფერმწერი (უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე. ბაკურაძემ გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958–1959), მანგლისის (1960), ვარძიის (1960–1961), ატენის სიონის (1960–1961, შ. აბრამიშვილთან ერთად), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963–1965), ალავერდის (1965–1969), ტიმოთესუბნის (1969–1970), ალვანის ნათლისმცემლის (1975), ძველი შუამთის (1975), ზემო კრიხია (1977), ბეთანიის (1979–1980), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992–1993) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა. ბაკურაძემ 4 წელი (1986–1990) იმუშავა გელათის მოზაიკის — ამ უნიკალური ძეგლის - აღდგენა-გამაგრბაზე. ბაკურაძემ შექმნა შოთა რუსთაველის (მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილისის სასულიერო აკადემია, 1986), გიორგი ჩუბინაშვილის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გ. ჩუბინაშვილის ბიუსტი (თსუ-ის ეზო) და სხვა. შესრულებული აქვს ფრესკის პირები. საერთაშორისო საატესტაციო კომისიამ 1979 ბაკურაძეს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება