კარკინიტის ყურე (უკრ. Каркінітська затока) — ყურე შავი ზღვის ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან. ხმელეთში შეჭრილია 118,5 კმ-ზე. სიღრმე დასავლეთ ნაწილში 36 მ, აღმოსავლეთში — 10 მ. მკაცრ ზამთარში იყინება. არის ნავსადგურები: სკადოვსკი და ხორლი. სიახლოვეს არის ქალაქები. სახელი ეწოდა მის სანაპიროზე ძველი წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში დაარსებული ბერძნული ქალაქის კარკინიტის სახელის მიხედვით.

კარკინიტის ყურე
კარკინიტის ყურე
ზოგადი ინფორმაცია
ოკეანის აუზი ატლანტის ოკეანე
საშუალო სიღრმე 10 
უდიდესი სიღრმე 36 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება