კარენ ჯეინ ალენი (ინგლ. Karen Jane Allen; დ. 5 ოქტომბერი, 1951) — ამერიკელი მსახიობი. 1978 წელს სამსახიობო კარიერის დებიუტი შექმნა ამერიკულ კომედიაში, „ცხოველების სახლი“. 1981 წელს პირველი მნიშვნელოვანი როლი, მარიონ რეინვუდი ითამაშა ამერიკულ სათავგადასავლო ფილმში, „ინდიანა ჯონსი და დაკარგული კიდობნის მაძიებლები“, იგივე როლი ითამაშა 2008 წლის ფილმში, „ინდიანა ჯოუნსი და ბროლის თავისქალის სამეფო“. 1984 წელს გადაიღეს ამერიკულ რომანტიკულ-სამეცნიერო ფანტასტიკაში, „ადამიანი ვარსკვლავიდან“. 1988 წელს ითამაშა საახალწლო ფილმში, „ახალი საშობაო ზღაპარი“. ნათამაშები აქვს ბროდვეის თეატრში.

კარენ ალენი

ალენი 2017 წელს.
დაბადების სახელი კარენ ჯეინ ალენი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1951 (1951-10-05) (73 წლის)
ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1977-დღემდე
მეუღლე(ები) კეილ ბრაუნი
 (იქ. 1988–98)
შვილ(ებ)ი 1
საიტი karenallen-actor-director.com

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ამერიკელი მსახიობი კარენ ალენი დაიბადა 1951 წლის 5 ოქტომბერს, კაროლტონში, ილინოისის შტატში. არის უნივერსიტეტის პროფესორის, რუთ პატრისიას და FBI-ს აგენტის, კაროლ ტომფსონ ალენის ქალიშვილი. ეთნიკური წარმომავლობით არის ინგლისელი, ირლანდიელი, შოტლანდიელი და ვალიელი.[1] მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. „თითქმის ყოველწლიურად გადავაადგილდებოდით, ამის გამო ყოველთვის ვიყავი სკოლის ახალი მოსწავლე და არასდროს მქონია საშუალება მყოლოდა ნამდვილი მეგობრები“ — ამბობს ალენი, 1987 წელს. 17 წლის ასაკში მერილენდში დაამთავრა „დუვალის საშუალო სკოლა“, შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, სწავლა დაიწყო „მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში“, სადაც ხელოვნებას და დიზაინს 2 წლის განმავლობაში სწავლობდა.[2]

მოგვიანებით სწავლა დაიწყო „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში“. მონაწილეობას იღებდა ვაშინგტონის თეატრის ლაბორატორიაში. 1974 წელს გაწევრიანდა „შექსპირი & კომპანიაში“, მასაჩუსეტში. სამი წლის შემდეგ, დაბრუნდა ნიუ-იორკში და სწავლა დაიწყო „ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში“.

ალენის მთავარი როლის ფილმის დებიუტი შედგა 1978 წლის ამერიკულ კომედიაში, „ცხოველების სახლი“. 1979 წელს მონაწილეობა მიიღო კომედიურ დრამაში, „მოხეტიალეები“. 1980 წელს, ამერიკულ დრამაში, „მეგობრების ახლო წრეში“ ითამაშა ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტის როლი, 1960-იანი წლების ფონზე. 1979 წელს გამოჩნდა CBS-ს სერიალში, „კვანძების დაშვება“, სადაც პირველ ეპიზოდში ითამაშა ენი ფეირგეიტის როლი.

1981 წელს სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ფილმში, „ინდიანა ჯოუნსი და დაკარგული კიდობანის მაძიებლებში“ ითამაშა ინდიანა ჯოუნსის სასიყვარულო იბიექტის, მარიონ რეინვუდის როლი. ამ როლის შესრულებისთვის, იგი დაჯილდოვდა „Saturn“-ის ჯილდოთი.[3] 1982 წელს მთავარი როლი ითამაშა კანადურ დრამაში, „გაყოფილი სურათი“, ხოლო 1984 წელს მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ დრამაში, „სექტემბრამდე“. ამ წელს ალენი ჯეფ ბრიჯესთან ერთად გადაიღეს რომანტიკულ-სამეცნიერო ფანსტატიკაში, „ადამიანი ვარსკვლავიდან“.

1982 წელს დებიუტი შეასრულა ბროდვეის თეატრში და ითამაშა პროდუქციაში, „ორშაბათი სასწაულის შემდეგ“.[4] 1983 წელს მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ პროდუქციაში, „უკიდურესობები“. სცენაზე თამაშზე კონცენტრირებისთვის, იგი ხშირად იღებდა შესვენებებს კინო-როლებისგან. 1987 წელს ჯოან ვუდუორდისთან და ჯონ მალკოვიჩთან ერთად ითამაშა პოლ ნიუმენის ფილმში, „შუშის სამხეცე“. ფილმი პიესა „ტენისი უილიამსის“ კინო-ვერსიაა. [5]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1988 წელს ალენი დაქორწინდა ამერიკელ მსახიობზე, დევიდ კეილ ბრაუნზე. 1990 წელს წყვილს ეყოლა ვაჟი, სახელად ნიკოლასი. მათი ქორწინება, 1998 წელს განქორწინებით დამთავრდა.

შვილის დაბადების შემდეგ, ალენის სამსახიობო კარიერა მხოლოდ პატარა როლებით შემოიფარგლებოდა.

2009 წელს, მოდის ტექნოლოგიის ინსტიტუტისგან დაჯილდოვდა საპატიო მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ასწავლის, „სიმონის როკის ბარდის კოლეჯში“. 2015 წლის ივლისის მონაცემებით ალენი ცხოვრობს მასაჩუსეტში.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wloszczyna, Susan (September 15, 2010). „Allen and Riegert tend to the 'White Irish Drinkers'. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2012. ციტირების თარიღი: September 15, 2010.
  2. About - Karen Allen. Karen Allen. ციტირების თარიღი: May 27, 2018.
  3. List of Best Actress Saturn Award winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 19, 2008.
  4. Barton, Chris (August 21, 2012). 'Indiana Jones' Star Karen Allen Heads for the Stage“. Los Angeles Times. Los Angeles, California: Tronc. ციტირების თარიღი: November 6, 2018.
  5. Hetrick, Adam; Jones, Kenneth (October 10, 2012). „Karen Allen and Samantha Soule Share 'A Summer Day' Off-Broadway Beginning Oct. 10“. Playbill. New York City: Playbill, Inc.
  6. Shaw, Dan (July 31, 2015). „Karen Allen at Home in the Berkshires“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 31, 2015.