კარდინალი (ფრინველი)
კარდინალი (ლათ. Cardinalis cardinalis) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. აქვს მსხვილი, კონუსისებური ნისკარტი, თავზე — ქოჩორი, გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ბინადრობს ტყეებსა და ბაღებში. სახელწოდება მამლის წითელი (კარდინალის მანტიისფერი) შეფერილობის გამო მიიღო. დედალი მურა ფერისაა. დებს 3-4 კვერცხს, კრუხობს 2 კვირამდე. კარდინალი იკვებება მწერებით, მცენარეებით, მცენარეთა თესლითა და მარცვლებით.
კარდინალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cardinalis cardinalis | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22723819 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 399.