კარაბაში
კარაბაში (რუს. Карабаш) — ქალაქი რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში. კარაბაშის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2016 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 11 336 კაცს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კარაბაში Карабаш | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | ჩელიაბინსკის ოლქი | ||||
საქალაქო ოლქი | კარაბაში | ||||
კოორდინატები | 55°29′00″ ჩ. გ. 60°12′00″ ა. გ. / 55.48333° ჩ. გ. 60.20000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1822 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1933 | ||||
ფართობი | 686 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 350 მ | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერად კონტინენტალური | ||||
მოსახლეობა | 11 336 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 16,52 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 35153 | ||||
საფოსტო ინდექსი | 456140–456144 | ||||
საავტომობილო კოდი | 74, 174 | ||||
ოფიციალური საიტი | karabash-go.ru | ||||
სახელწოდება
რედაქტირებაოიკონიმი კარაბაში მომდინარეობს ამავე სახელწოდების ორონიმიდან, რომელიც თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს „შავ თავს“. შესაძლებელია დავუკავშიროთ მისი წარმოშობა აღმოსავლეთის ბაშკირების პაგანისტურ რწმენას, რომლებიც ძველად აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
ისტორია
რედაქტირებაკარაბაშის ისტორია იწყება 1822 წლიდან, როდესაც ამავე სახელწოდების მთასთან ახლოს გრიგორ ზოტოვმა დააარსა სოიმანოვის დასახლება.
XIX საუკუნეში ხეობაში აღმოაჩინეს სპილენძის საბადო და 1837 წელს ააშენეს პირველი სპილენძის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 5 წელი მოქმედებდა. ძველი სპილენძის ქარხანა იყო მეორე ხეობაში და ააგეს 1907 წელს. ეს ქარხანა მუშაობდა სამი წელიწადი.
1909 წელს ააშენეს ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა კიშტიმი-კარაბაში[1]. 1910-იან წლებში ქალაქთან ააშენეს სპილენძის ახალი ქარხანა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ქარხანა ახალ ხელისუფლებას გადაეცა. სამოქალაქო ომის პერიოდში მადნის მოპოვება და გადამუშავება შეწყდა. სპილენძის მრეწველობა აღდგა რვა წლის შემდეგ, 1925 წლის მაისში.
1930-იან წლებში კარაბაშის მოსახლეობა 50 000-ს შეადგენდა. 1933 წლიდან კარაბაშს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე 5 000 კარაბაშელი გაემგზავრა. ამ პერიოდისათვის ქარხანაში და შახტებში ბავშვები და ქალები მუშაობდნენ. 1941 წელს კარაბაშში ჰიტლერის მიერ ლენინგრადიდან დევნილები გააგზავნეს.
ეკოლოგია
რედაქტირებაზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება იუწყება, რომ იუნესკომ ქალაქი კარაბაში აღიარა მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად[3][4][5]. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდა კარაბაშის საქალაქო ოლქის ყოფილი მეთაური ვიაჩესლავ იაგოდინეცი[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Сайт администрации города Карабаша დაარქივებული 2009-03-30 საიტზე Wayback Machine.
- Фотографии Карабаша
- Карабаш в энциклопедии «Мой город»
- „Russian company-town choking on environmental hazards“ (ინგლისური). RT English. 12.10.2010. ციტირების თარიღი: 2011-07-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - История герба Карабаша
- Фотоотчёт о поездке в Карабаш
- Karabash, one of the most polluted places on Earth. Photographer Sergey Kolyaskin special to RBTH დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Wayback Machine.
- Карабаш — самый грязный город в мире
- Карабаш — самый грязный город на планете დაარქივებული 2017-08-16 საიტზე Wayback Machine.
- Карабаш — самый грязный город планеты დაარქივებული 2017-07-16 საიტზე Wayback Machine.
- Урал 2014. Карабаш. Как выглядит ад
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Узкоколейные железные дороги Челябинской области[მკვდარი ბმული] // infojd.ru
- ↑ Этюд в сернокислых тонах
- ↑ Оптимизация действительности
- ↑ The generals of copper are going to grow wheat in the world’s dirtiest city
- ↑ Большие трагедии маленькой России
- ↑ Черные горы, оранжевая река: Карабаш — город-апокалипсис живой природы