კანტის მუზეუმი
კანტის მუზეუმი (რუს. Музей Канта) — მუზეუმი ქალაქ კალინინგრადში, განთავსებულია კალინინგრადის საკათედრო ტაძარში. ეძღვნება გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
კანტის მუზეუმი | |
---|---|
კანტის საფლავი | |
დაარსდა | 1995 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | კალინინგრადი, იმანუელ კანტის ქუჩა, 1. |
ისტორია
რედაქტირებაფილოსოფოსი იმანუელ კანტი დაიბადა, ცხოვრობდა და გარდაიცვალა კენიგსბეგში. მისი ცხოვრება ქალაქის სხვადასხვა ადგილებთანაა დაკავშირებული. კანტი სწავლობდა სკოლაში, რომელიც მდებარეობდა წმინდა გიორგის ჰოსპიტალთან, შემდეგ სწავლობდა ფრიდრიხ-კოლეგიუმში, რომლის შენობაც არ შემონახულა. 1766 წელს კანტი მუშაობდა ბუნების კაბინეტ-მუზეუმის ფონდების მცველად, სამეფო ციხესიმაგრეში მიიღო ბიბლიოთეკარის დამხმარის სტატუსი. სწავლობდა ადგილობრივ უნივერსიტეტში. სწავლის პროცესში ცხოვრობდა სახლში ზატლეგრასეზე (ამჟამად პეტროვის ქუჩა). 1754-1766 წლებში ცხოვრობდა მაგისტერის შესახვევში კუნძულ კნაიპჰოფზე. შემდეგ 1775 წლამდე - ლიობენიხტის რატუშაში. 1783 წლისათვის იყიდა თავისი სახლი პრინცესინ-შტრასეს ქუჩაზე.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად იმანუელ კანტის მოღვაწეობატან დაკავშირებული რამდენიმე შენობა ნანგრევად იქცა. იმანუელ კანტი გარდაიცვალა 1804 წლის 12 თებერვალს, დაკრძალეს საკათედრო ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კედელთან. 1809 წელს საფლავზე დადგეს მეცნიერის ბიუსტი. გარდა ამისა კენიგსბერგში აღმართეს კანტის ძეგლი. დიდი სამამულო ომის შემდეგ ეს ძეგლი გაქრა. XX საუკუნის 90-იან წლებში აღნიშნული ქანდაკება აღადგინეს.
1970-იან წლებში კალინინგრადის უნივერსიტეტის (ამჟამად იმანუელ კანტის სახელობის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტი) ფილოსოფიისა და სამეცნიერო კომუნიზმის კათედრაზე წარმოიშვა იდეა კანტის მუზეუმის შექმნის შესახებ. პროფესორ დ. გრინიშინის ინიციატივით მიიღეს გადაწყვეტილება შექმნილიყო კანტის კაბინეტ-მუზეუმი. მუზეუმის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ დოცენტი ა. ტროეპოლსკი, მწერლები ს. სნეგოვი, ა. ივანოვი, ადგილობრივი მაცხოვრებლები ა. ნოვიკი, ვ. ბუბლიკი და სხვები.
1995 წელს უნივერსიტეტის შენობაში გაიხსნა მუზეუმი. მასში განთავსებული იყო დოკუმენტები, წიგნები, ქანდაკებები, რომლებიც დაკავშირებული იყო იმანუელ კანტთან. 1990-იან წლებში საკათედრო ტაძრის აღდგენის შემდეგ ზედა სართულზე გახსნეს მუზეუმი. მუზეუმი ეძღვნება სხვადასხვა თემებს: ქალაქ-კუნძულ კნაიპჰოფის ისტორია, საკათედრო ტაძრის ისტორია. მუზეუმის რამდენიმე ოთახი ეძღვნება იმანუელ კანტს, სადაც გადაიტანეს ექსპონატები უნივერსიტეტიდან.
ექსპოზიცია
რედაქტირებაემანუელ კანტის ექსპოზიცია განთავსებულია რამდენიმე დარბაზში, ტაძრის მესამე და მეოთხე სართულზე. მუზეუმის სტენდები მოგვითხრობენ მის ოჯახზე, ფილოსოფოსის ახალგაზრდობაზე, მეცნიერებაში მის პირველ ნაბიჯებზე.
შვიდწლიან ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ იმანუელ კანტი მცირე ხნით რუსეთის იმპერიის მოქალაქე იყო. მუზეუის დარბაზში დაცულია კანტის თხოვნა იმპერატორ ეკატერინე II-ის სახელზე, რომლის მიხედვითაც ითხოვდა, რომ იგი დანიშნულიყო უნივერსიტეტის ლოგიკისა და მეტაფიზიკის კათედრის ხელმძღვანელად.