კანატიის ჭალის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კანატიასთან ახლოს, გუდამაყრის ქედის აღმოს

კანატიის ჭალის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კანატიასთან ახლოს, გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირას, ჭალაში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. კედლების (სისქე 1 მეტრი) უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით შემორჩენილია შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის მხოლოდ ქვედა ნაწილი. ნანგრევებში შერეულია ლავგარდნის ქვები და გადახურვის ფიქლები. ეკლესიის ირგვლივ შეიმჩნევა საძირკვლამდე გალავნის კვალი.

ლიტერატურა რედაქტირება