კამოს რაიონი (სომხ. Կամոյի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში. ცენტრი — ქალაქი კამო.

რაიონი
კამოს რაიონი
Կամոյի շրջան
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ადმ. ცენტრი გავარი
დაარსდა 9 სექტემბერი, 1930
მოსახლეობა 30 600 კაცი (1989)
გაუქმდა 11 აპრილი, 1995

რაიონი შეიქმნა 1930 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონის სახელწოდებით.

1959 წელს ნორ-ბაიაზეთის რაიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა კამოს რაიონი. 1962 წელს რაიონი გაუქმდა, მაგრამ 1964-ში ის კვლავ აღადგინეს. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[1] და გეღარქუნიქის პროვინციის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 611 კმ²-ს შეადგენდა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 ქალაქსა (ნორ-ბაიაზეთი) და 13 სოფსაბჭოს: აირივანის, არწვაქარის, აღკალინის, აწარის, ბატიკის, გეღარქუნიქის, კარმირგიუღის, კიუზაჯიკის, ლჭაფის, მურანის, ნორატუსის, სარუხანის, წაღკაშენი[2].

  1. კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
  2. Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.