კამენსკოეს წყალსაცავი
კამენსკოეს წყალსაცავი (2017 წლამდე — დნეპროძერჟინსკის წყალსაცავი)[1] (უკრ. Ка́м'янське водосхо́вище) — წყალსაცავი უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და პოლტავის ოლქების ტერიტორიაზე. წარმოიქმნა 1963–1965 წლებში დნეპროძერჟინსკის ჰესის კაშხლით, მდინარე დნეპრზე. ფართობი 567 კმ², მოცულობა 2,45 კმ³, სიგრძე 140 კმ, უდიდესი სიგანე 20 კმ, საშუალო სიღრმე 4,3 მეტრი. აქ ჩაედინება მდინარეები ვორსკლა, ფსიოლი და სხვ., რომლებიც წარმოქმნიან დიდ ყურეებს. წყალსაცავის დონე პრაქტიკულად ერთ ნიშნულზეა დაჭერილი. მისი დახმარებით ხორციელდეაბა ჩამონადენის დღე-ღამური რეგულირება. ნაპირებზე განლაგებულია ქალაქები: კრემენჩუგი, ვერხნედნეპროვსკი.[2]
კამენსკოეს წყალსაცავი | |
---|---|
უკრ. Ка́м'янське водосхо́вище | |
წყალსაცავი სოფელ კამიანი-პოტოკისთან | |
კოორდინატები: 48°47′46″ ჩ. გ. 34°06′45″ ა. გ. / 48.79611° ჩ. გ. 34.11250° ა. გ. | |
ქვეყანა | უკრაინა |
სიგრძე | 140 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ფართობი | 567 კმ² |
მოცულობა | 2,45 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4,3 მ |
მდინარე | დნეპრი |
ჩაედინება | ვორსკლა, ფსიოლი |
შევსების წელი | 1963–1965 |
ჰესი | სრედნედნეპროვსკის ჰესი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Кабмин Украины переименовал Днепродзержинское водохранилище в Каменское“ (რუსული). 112 Украина. 2017-11-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-08. ციტირების თარიღი: 2017-11-09.
- ↑ Днепродзержинское водохранилище // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 8 — М., 1972.