კაინჯი (ინგლ. Kainji Lake) — წყალსაცავი დასავლეთ ნიგერიაში, მდინარე ნიგერზე, რომელიც შეიქმნა კაინჯის კაშხლის მშენებლობის შედეგად.[1] აშენდა 1968 წელს. ტბის ირგვლივ მდებარეობს 1976 წელს შექმნილი კაინჯის ტბის ეროვნული პარკი.[2]

კაინჯი
ინგლ. Kainji Lake
კოორდინატები: 10°24′22″ ჩ. გ. 4°33′52″ ა. გ. / 10.40611° ჩ. გ. 4.56444° ა. გ. / 10.40611; 4.56444
მდებარეობა ნიგერიის დროშა ნიგერია
ფართობი 1300 კმ²
მოცულობა 15 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 12,1 
კაინჯი — ნიგერია
კაინჯი
მედიაფაილები ვიკისაწყობში

გამოყენება

რედაქტირება

ნიგერის შტატის სამხრეთში მდებარე კაინჯის კაშხალი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას ნიგერიის ქალაქების უმრავლესობისთვის. ამ კაშხლის მშენებლობა გრძელდებოდა 1964 წლიდან 1968 წლის ჩათვლით და დაჯდა 209 მილიონი ამერიკული დოლარი, რომლის მეოთხედიც გამოყენებული იქნა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისათვის. კაშხალს აქვს 8 ტურბინა, რომლებიც საერთო ჯამში გამოიმუშავებენ 760 მვტ ელექტროენერგიას წელიწადში.[3] პროდუქციის ნაწილი მიეყიდება მეზობელ ნიგერს.

მიუხედავად იმისა, რომ ტბის ირგვლივ მდებარე რაიონს აქვს მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვე, ადამიანის მოღვაწეობა უარყოფითად მოქმედებს კაინჯის ტბის ეროვნულ პარკზე. მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ტყის გაჩეხვა, პირუტყვის საძოვრებად მისი უკონტროლო გამოყენება და უკანონო ნადირობა, რაც განსაკუთრებულად ძლიერ შეიმჩნევა ზუგურმის სექტორში. კაინჯის წყალსაცავში შეიმჩნევა თევზის რაოდენობის შემცირება გადაჭარბებული თევზჭერის გამო. თევზის მარაგის შენარჩუნებისთვის გამოიყენება კონტროლი თევზჭერაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kainji Lake. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: July 21, 2012.
  2. Kainji Lake National Park. Bird Life International. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 14, 2015. ციტირების თარიღი: July 18, 2012.
  3. An inside look at Kainji Dam. Daily Trust Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: July 21, 2012.