კათოლიციზმი აზერბაიჯანში

კათოლიციზმი აზერბაიჯანში ― მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი აზერბაიჯანში, რომელიც ექვემდებარება რომის პაპის მმართველობას. 2016 წლის აღწერით, აზერბაიჯანში სულ 570 ადგილობრივი კათოლიკეა[1]. 2011 წლიდან აზერბაიჯანის მთელი კათოლიკური ეკლესია გაერთიანებულია ბაქოს პრეფექტურაში. კათოლიკე თემს სულ შვიდი მღვდელი და ორი ფრეტი ემსახურება. ამას გარდა, ქვეყანაში კათოლიკე მისიონერები ეწევიან აქტიურ ქველმოქმედებას[2].

მსოფლიოს ქვეყნები კათოლიკე მოსახლეობის პროცენტულობის მიხედვით

წარმოშობა

რედაქტირება

თანამედროვე აზერბაიჯანზე ქრისტიანული მოსახლეობა ჩვ. წ. I საუკუნეშივე გაჩნდა[3]. მას შემდეგ, რაც არაბებმა ეს ტერიტორიები დაიპყრეს, ისლამი მასობრივად გავრცელდა და ქრისტიანები, განსაკუთრებით კი დასავლური წესის კათოლიკეები თითქმის საერთოდ გაქრნენ და უმცირესობაში აღმოჩნდნენ. უკვე 1320 წლიდან კათოლიკე მისიონერებმა დაიწყეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოღვაწეობა, ქადაგებები და აქ კათოლიციზმის გავრცელება, რასაც მოჰყვა ძირითად და დიდ ქალაქებში კათოლიკური ტაძრების მშენებლობა და იქ მათი კერის გაჩენა. მხოლოდ ნახჩევანის რეგიონში, XIV საუკუნეში თორმეტი მისია მოეწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ დომენიკელები, კაპუცინები, ავგუსტინელები და ა.შ. 1660 წელს ისპაჰანში მოღვაწე კაპუცინელთა ორდენის მისიონერმა, მეუფე რაფაელ დე მანსმა ბაქოსა და შამახში შექმნა კათოლიკური სამრევლოები[4]. 1680-იან წლებში კი იეზუიტებიც გამოჩნდნენ და განჯაში დაფუძნდნენ[5].

XIV-XV საუკუნეებში ბოლონიელი დომენიკელი მისიონერის, ბართლომეს დიდმა ძალისხმევამ გამოიწვია ნახჩევანში 28 კათოლიკური დასახლების გაჩენა. მიუხედავად აქვე მდებარე სომხური სამოციქულო ეკლესიისგან მომავალი ზეწოლისა, კათოლიციზმი იქ სამ საუკუნეზე მეტ ხანს დარჩა, რის შემდეგაც იგი შემცირდა და უკვე 1880-იანი წლებისათვის ფაქტობრივად გაქრა[6].

რუსული და საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება
 
ბაქოს კათოლიკური ეკლესია

XIX საუკუნეში, რუსეთის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ, ეს მიწები ერთობ პოპულარული გახდა სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელთათვის. აქ მცხოვრები კათოლიკეები უმეტესად ეთნიკური პოლონელები იყვნენ, რომლებმაც ბაქოსა და შამახის ტერიტორიებზე აქტიურად დაიწყეს მიგრაცია. ამ ტერიტორიაზე ასევე აქტიურად ჩამოსახლდნენ უკრაინელები, ქართველი და სომეხი კათოლიკეები და დასავლეთევროპელები. შამახში კათოლიკური მოსახლეობა 1859 წლის მიწისძვრამდე ცხოვრობდა, რომლის დროსაც 250 კათოლიკე დაიღუპა, რაც დიდი დანაკარგი იყო აზერბაიჯანში არსებული მცირერიცხოვანი კათოლიკე მრევლისათვის[7].

XX საუკუნის დასაწყისში ბაქოში არსებობდა პოლონელი, რუსი და გერმანელი იმიგრანტებისაგან შემდგარი საზოგადოება, რომელთა საჭიროებისთვისაც 1912 წელს აშენდა ყოვლადწმინდა ქალწული ღვთიმშობლის სახელობის ეკლესია[8]. ამავე პერიოდში აშენდა კიდევ ორი კათოლიკური ეკლესია ზაქათალასა და გუსარში. 1916 წელს ბაქოში მცხოვრებ კათოლიკეთა რიცხვი 2500-ს სცდებოდა[9].

1920-იან წლებში ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლამ ბოლო მოუღო მანამდე არსებულ რელიგიურ თავისუფლებას, უკვე 1930-იან წლებში კი, სტალინის მმართველობისას, დაიწყო რელიგიურ პირთა მასობრივი რეპრესიები. ამ დროს მცირე საზოგადოების ერთადერთი მღვდელი, სტეფან დემუროვი სიკვდილით დასაჯეს[10]. 1931 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია ბაქოს კათოლიკური ეკლესია[11]. გუსარში არსებული ეკლესია კი სამხატვრო გალერეად იქნა გადაკეთებული და დღემდე ასე ფუნქციონირებს[12].

პოსტსაბჭოთა პერიოდი

რედაქტირება
 
რომის პაპი იოანე პავლე II 2002 წელს აზერბაიჯანში ვიზიტისას

1996 წლიდან აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფო გახდა და აღდგა რელიგიური თავისუფლებაც, მაგრამ კანონი უცხოელებს უკრძალავს ქვეყანაში თავიანთი რელიგიის „პროპაგანდას“, კანონის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმით ან დეპორტაციით დაისჯებიან. რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის უფროსმა რაფიგ ალიევმა განაცხადა, რომ უცხოელთათვის რელიგიური მოღვაწეობის აკრძალვის კანონი შეიცვლება[13]. 1992 წელს მიღებული აზერბაიჯანული კონსტიტუცია და მისი მუხლი „რწმენის თავისუფლების შესახებ“ უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის რელიგიურ და ამის გამოხატვის თავისუფლებას.

1997 წელს კი აზერბაიჯანში პირველი კათოლიკე სლოვაკი მღვდელი ჩავიდა[10]. როგორც იგი აღნიშნავდა, ეკლესიას არ ჰქონია სახელმწიფო სტრუქტურებთან პრობლემა და აზერბაიჯანში პაპის ვიზიტმა სახალხო დამოკიდებულებაც დადებითისკენ შეცვალა[14]. 2002 წლის 23 მაისს რომის პაპი იოანე პავლე II, მიუხედავად მისი მყიფე ჯანმრთელობისა, აზერბაიჯანს ეწვია. იგი პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მიიღო[15]. ვიზიტის წყალობით ალიევმა კათოლიკე მრევლს მიწის ნაკვეთი გადასცა ეკლესიის ასაშენებლად. ეკლესიის აშენებმა რომის პაპისა და სხვადასხვა შემოწირულობების დამსახურებით აშენდა[16]. უკვე 2003 წელს კი აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკეთა კონგრესს აზერბაიჯანელი დელეგატებიც დაესწრნენ[17]. როდესაც ეპისკოპოსი კლაუდიო გუჯეროტი აზერბაიჯანს ეწვია, იგი უამრავ მოხუც კათოლიკეს შეხვდა, რომლებიც 70 წელს ელოდნენ კათოლიკე მღვდელს კონფირმაციისათვის[10]. 2007 წლის მარტში ბაქოს წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია აღადგინეს[18]. 2008 წლის 7 მარტს, 70-წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანში კათოლიკური ღვთისმსახურება აღდგა. 2011 წლის 4 აგვისტოს კი შეიქმნა ბაქოს სამოციქულო პრეფექტურა, 520 კათოლიკე ადამიანით[19]. მათი სამოციქულო პრეფექტი სლოვაკი ეპისკოპოსი ვლადიმერ ფეკეტეა. კათოლიკეთაგან მხოლოდ რამდენიმეა აზერბაიჯანელი, წირვა კი ლათინურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე აღევლინება[20].

2016 წელს პაოლო პეცის მიერ ხელდასმულ იქნა პირველი აზერბაიჯანელი კათოლიკე დიაკვანი, ბეჰმუდ მუსტაფაევი[21]. 2017 წლის 7 მაისს იგი პაპმა ფრანცისკემ მღვლად აკურთხა. იმავე წლის ოქტომბერში პაპი ფრანცისკე თავად ეწვია აზერბაიჯანს[22].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Profiling Catholic presence in Georgia, Azerbaijan before papal visit
  2. Архиепископ Павел Пецци рукоположил семинариста Бехбуда Мустафаева в сан диакона დაარქივებული 2016-08-17 საიტზე Wayback Machine. Archived 2016-08-17 at the Wayback Machine. Catholic Archdiocese of Moscow. 29 May 2016.
  3. "Groundbreaking for first Catholic church in post-Soviet Azerbaijan". Catholic World News. September 12, 2005. Retrieved 2006-06-18.
  4. Du Mans, Raphaël. L'Estat de la Perse en 1660. C. Schefer (ed). Paris, 1890
  5. (in Russian) Christianity in Azerbaijan დაარქივებული 2006-05-18 საიტზე Wayback Machine. Archived 2006-05-18 at the Wayback Machine. Realny Azerbaijan. 18 May 2006. Retrieved 29 April 2007
  6. Chardin, John. "The travels of Sir John Chardin, by the way of the Black Sea, through the countries of Circassia, Mingrelia, the country of the Abcas, Georgia, Armenia, and Media, into Persia proper: 1643-1713." Voyages and Travels in All Parts of the World. Ed. John Pinkerton. Vol. 9. London: Strahan and Preston, 1811.
  7. Anar Alizadeh. Christianity in Azerbaijan. Elm va Tahsil, 2016; p. 136.
  8. Lowe, Christian (May 23, 2002). "Pope Celebrates Mass in Azerbaijan". Catholic World News. Retrieved 2006-06-18.
  9. Anar Alizadeh. Christianity in Azerbaijan. Elm va Tahsil, 2016; p. 142.
  10. 10.0 10.1 10.2 "Faithful Waited 70 Years for Confirmation in Azerbaijan". Zenit News Agency. May 20, 2005. Archived from the original on 2012-09-27. Retrieved 2006-06-18.
  11. Lowe, Christian (May 23, 2002). "Pope's faltering health causes concern on azerbaijan visit". Agence France Presse. Archived from the original on 2017-03-07. Retrieved 2006-06-18.
  12. http://www.baku.msz.gov.pl/pl/wspolpraca_obustronna/polskie_slady_w_azerbejdzanie/polskie_slady_w_azerbejdzanie___gusar;jsessionid=3CB5CA54EA9A8DB772EBD318650788F4.cmsap1p
  13. Corley, Felix (November 1, 2005). "AZERBAIJAN: Selective obstruction of foreign religious workers". Forum 18. Retrieved 2006-06-18.
  14. Zenit Staff (2002-05-22). People Are Beginning To Knock On Church´s Door In Azerbaijan"". Zenit. Retrieved 2013-02-05.
  15. "Azerbaijan's Few Catholics Ready to Greet Pope". Catholic World News. May 21, 2002. Retrieved 2006-06-18.
  16. "Catholic Church to open in Azerbaijan". AssA-Irada. August 30, 2005. Archived from the original on 2007-09-27. Retrieved 2006-06-18.
  17. Zenit Staff (2003-10-09). "1st Congress of Catholic Laity of Eastern Europe Opens in Kiev". Zenit. Retrieved 2013-02-05.
  18. (in Russian) Construction of Catholic Church in Baku Coming to End დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. Archived 2007-09-27 at the Wayback Machine by R.Manafli. Echo. 8 March 2007
  19. Annuario Pontificio 2012, p. 1061
  20. Azerbaijani Catholics Celebrating Christmas დაარქივებული 2018-08-03 საიტზე Wayback Machine. . 1news.az. 25 December 2009. Retrieved 24 February 2012.
  21. Архиепископ Павел Пецци рукоположил семинариста Бехбуда Мустафаева в сан диакона დაარქივებული 2016-08-17 საიტზე Wayback Machine. Archived 2016-08-17 at the Wayback Machine. Catholic Archdiocese of Moscow. 29 May 2016.
  22. Jim Yardley. Pope Francis Notes Azerbaijan’s Religious Tolerance, Not Rights Abuses. The New York Times. 2 October 2016. Retrieved 23 May 2017.