კაზუარისნაირნი
კაზუარისნაირნი (ლათ. Casuariformes) — დიდტანიანი უტროპო ფრინველების რიგი. აქვთ ძლიერ რედუცირებული, ოდნავ შესამჩნევი ფრთები, ძლიერი, სამთითა ფეხები. გავრცელებული არიან ავსტრალიასა და მის მახლობელ კუნძულებზე. კაზუარისნაირთა რიგში ორი ოჯახია: კაზუარისებრნი და ემუსებრნი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ერთადერთი სახეობა - ემუ. კაზუარისებრთა ოჯახში 3 სახეობაა. თავზე აქვთ საკმაოდ დიდი რქოვანი კორძი, ბუმბული შავია. კაზუარისნაირნი იკვებებიან ჩამოცვენილი ნაყოფით, კენკრითა და თესლით.
კაზუარისნაირნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამხრეთული კაზუარი (Casuarius casuarius) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Casuariiformes (Sclater, 1880) | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 317.