უტროპო ფრინველები

უტროპო ფრინველები (ლათ. Palaeognathae) — ფრენის უნარს მოკლებული, მორბენალი ფრინველების ზერიგი. სახელწოდება „უტროპო ფრინველები“, ისევე როგორც ტროპიანები, დღევანდელ სისტემატიკაში თითქმის აღარ იხმარება. უტროპო ფრინველებისთვის დამახასიათებელია უტროპობა, საფრენი კუნთების სუსტი განვითარება, რბილი ბუმბული, ძლიერი ფეხები. უმეტესობა ღია ლანდშაფტის ბინადარია, კარგად დარბიან, აქვთ კარგი მხედველობა და სმენა. ბინადრობენ წყვილად უდაბნოებსა და ველებზე ან ტყეებში. წიწილოვანი ფრინველებია, რიგ ფორმებში კრუხობს და მართვეებს მეურვეობს მამალი. მოიცავს 4 რიგს: სირაქლემასნაირებს, ნანდუსნაირებს, კაზუარისნაირებსა და კივისნაირებს.

უტროპო ფრინველები
კაზუარი
კაზუარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
ზერიგი: უტროპო ფრინველები
ლათინური სახელი
Ratitae

ლიტერატურა

რედაქტირება