კავკასიური პანტა (ლათ. Pyrus caucasica) — მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. იზრდება ზღვის დონიდან 1600 სიმაღლემდე. კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ.[1] ზემორაჭულად ეწოდება პანტა-მსხალი.[2]

კავკასიური პანტა

კავკასიური პანტა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pyrus caucasica
  1. მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 665.
  2. პანტა — ბოტანიკური ლექსიკონი