კავკასიური მოცვი, მაღალი მოცვი ( ლათ. Vaccinium arctostaphylos) — ბუჩქი ან ტანდაბალი (2—4 მ), ხე მანანასებრთა ოჯახისა. მოწითალო-თეთრი ზარისებრი ყვავილები აქვს. ნაყოფი შავი კენკრაა, იჭმევა.
გავრცელებულია ძირითადად კოლხეთში, ნაკლებად გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართლში, შიგა კახეთში თალიშსა და თურქეთში (მდინარე ჭოროხის აუზი). იზრდება ქვეტყედ ზღვის დონიდან 2200 მ-მდე, მეტწილად წიფლნარში, სოჭნარ-ნაძვნარში, ფიჭვნარსა და სუბალპურ არყნარში, იშვიათად დეკიანში. ფოთოლი შეიცავს 135-მდე ტანიდებს, იყენებენ ტყავის მოსათრიმლად, ჩაის ნაცვლად; ახმობენ კერკად და ხმარობენ კუჭის შემკვრელ საშუალებად, კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში.