კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკი
„კავკაზსკი რაბოჩი ლისტოკ“ (რუს. „Кавказский рабочий листок“) — ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი; რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1905 წლის 20 ნოემბრიდან (3 დეკემბერი) 14 (27) დეკემბრის ჩათვლით რუსულ ენაზე. გაზეთს ხელმძღვანელობდა ი. სტალინი და ს. შაუმიანი. გაზეთმა გადმობეჭდა ვ. ი. ლენინის მთელი რიგი სტატიები. აშუქებდა მარქსისტულ-ლენინური თეორიის საკითხებს, რევოლუციური ბრძოლის და პარტიული მშენებლობის პრაქტიკულ ამოცანებს, დიდი როლი ითამაშა ბოლშევიკური ორგანიზაციების განმტკიცების საქმეში. გაზეთს დევნიდნენ და № 15-იდან მისი გამოცემა აკრძალეს კიდეც. ბოლო ორი ნომერი (№№ 16, 17) გამოიცა „ელისავეტპოლსკი ვესტნიკის“ სახელწოდებით. ტირაჟი 15-17 ათასი ცალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟვანია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 299.