ქადისიის მუჰაფაზა
(გადამისამართდა გვერდიდან კადისიის პროვინცია)
ქადისიის მუჰაფაზა იგივე ქადისიის (ალ-ქადისიის) პროვინცია (არაბ. القادسية) — ერთ-ერთი მუჰაფაზა ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ალ-დივანია. 1976 წლამდე ერქვა ალ-დივანიის მუჰაფაზა. მუჰაფაზის ფართობი 8 153 კმ²-ია. 2013 წლის აღწერის მონაცემებით, ქადისიის პროვინციაში 1 320 000 ადამიანი ცხოვრობდა. მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლეობა კი 2012 წელს 650 927 ადამიანს შეადგენდა. 2007 წლის 11 აგვისტოდან მუჰაფაზის გუბერნატორი არის ჰალილ ჯალილ ჰამზა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.
მუჰაფაზა | |
---|---|
ქადისიის პროვინცია القادسية | |
ქვეყანა | ერაყი |
ადმ. ცენტრი | ალ-დივანია |
კოორდინატები | 31°51′00″ ჩ. გ. 45°03′00″ ა. გ. / 31.85000° ჩ. გ. 45.05000° ა. გ. |
ფართობი | 8 153 კმ² |
მოსახლეობა | 1 320 000 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+3 |
ქადისიის მუჰაფაზა არ მდებარეობს რომელიმე ქვეყნის საზღვართან. მას ესაზღვრება ნაჯაფის, ბაბილის, ვასიტის, დი-ქარისა და მუთანის მუჰაფაზები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-07-16 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა)