კადანსი
კადანსები — მუსიკალური აზრის დასრულება. კადანსის საშუალებით ხდება სიმღერის კილოს დადგენა. ქართულ ხალხურ სიმღერაში კილოს დადგენა შესაძლებელია მუხლის ბოლოს. მუხლი იყოფა ფრაზებად და წინადადებებად. დაბალ საფეხურზე მდგარ სიმღერებში შეიძლება მუხლის დადგენა, მაგრამ ჭირს ფრაზების და წინადადებების განსაზღვრა. ზოგჯერ მთელი სიმღერა ერთი მუხლია, მაგ., ხევსურეთში. კადანსი გვაქვს მარტივი და რთული.
1. მარტივი კადანსია: VII-I; II-I (თუშეთი, ფშავი).
2. მარტივი გაფართოებული კადანსია: VII-II-I; II-VII-I (ფშავი, ხევი).
3.რთული კადანსის სახეა: VI-VII-I (ქართლ-კახეთი, მთიულეთი. რთული კადანსის II სახეა: 1. V-VI-VII-I; 2. IV-V-VI-VII-I — დასავლეთ საქართველო.
კადანსის განსაკუთრებული სახეებია:
ა) კვარტული კადანსი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.
ბ) ფრიგიული კადანსი: I-II-III (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო).
გ) იონური კადანსი: I-II-III-IV (გურია, სამეგრელო).
დ) დორიული კადანსი: I-II-III-IV-V (გურია). ე.ი ბანში მოცემულია სეკუნდური სვლები და არა კლასიკური TSD -ური მოძრაობა (IV-V-I). ქართულ ხალხურ სიმღერაში D (დომინანტა) წარმოადგენს კილოს VII საფეხურს, ხოლო S (სუბდომინანტა) — IV საფეხურს.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქართული მუსიკალური ფოლკლორი“ თბ., 2013. მასალა შეადგინა — ლალი ჭყონია-მ