დიმიტრი კაბალევსკი
დიმიტრი ბორისის ძე კაბალევსკი (რუს. Дмитрий Борисович Кабалевский: დ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 17 დეკემბერი], 1904, სანქტ-პეტერბურგი — გ. 14 თებერვალი, 1987, მოსკოვი) — რუსი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ-ის სახალხო არტისტი (1963), ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1965), სოციალისტური შრომის გმირი (1974). მუსიკალური აღზრდის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1972). სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1979).
დიმიტრი კაბალევსკი | |
---|---|
შვილებთან ერთად | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 17 თებერვალი/30 დეკემბერი, 1904 |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 14 თებერვალი, 1987 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი, სსრკ |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკური მუსიკა, საბავშვო მუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი, დირიჟორი, პიანისტი, პუბლიცისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო |
საიტი | kabalevsky.ru |
დიმიტრი კაბალევსკი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. მიასკოვსკის საკომპოზიციო (1929) და ა. გოლდენვეიზერის საფორტეპიანო (1930) კლასები). 1940-1945 წლებში იყო ჟურნალ „სოვეტსკაია მუზიკას“ მთავარი რედაქტორი, 1952 წლიდან — სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
კაბალევსკის ნაწარმოებებია: კონცერტების ტრიადა — სავიოლინო (1948; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949), ჩელოს I (1949) და III საფორტეპიანო (1952); ოპერეტები „ტარასის ოჯახი“ (1950; სსრ-ის სახელმწიფო პრემია, 1951, ბ. გორბატოვის მოთხრობის „დაუმორჩილებელნის“ მიხედვით). „კოლა ბრიუნიონი“ (1937; II რედაქცია 1968, ლენინური პრემია, 1972, რ. როლანის მიხედვით), „ცეცხლში“ (1943), „ნიკიტა ვერშინინი“ (1955), „დები“ (1969; 4 სიმფონია (1932, 1933, 1934, 1956)), კონცერტები ორკესტრთან ერთად — 3 საფორტეპიანო (1929, 1936, 1952), 1 ვიოლინოსათვის (1948) და 2 ჩელოსათვის (1949, 1964); სიუჟეტები გუნდისა და ორკესტრისათვის „სახალხო შურისმაძიებელნი“ (1942), კანტატები „ლენინელები“ (1959), „რეკვიემი“ სოლისტებისათვის, 2 გუნდისა და ორკესტრისათვის რობერტ როჟდესტვენსკის ტექსტზე (1963; გლინკას სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია, 1966) და სხვა. კამერული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია 2 სიმებიანი კვარტეტი (№ 2, 1945; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), 24 საფორტეპიანო პრელიუდია და სხვა. დაწერილი აქვს მუსიკა კინოსა და თეატრისათვის. ავტორია თეორიული ხასიათის შრომებისა. გამოდიოდა როგორც პიანისტი და დირიჟორი. გამოცემულია ფირფიტები მისი „საუბრებით მუსიკის შესახებ“. სსრკ-ის IX-X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Грощева Е. Д., Кабалевский, М., 1956;
- Пожидаев Г. А., Д. Б. Кабалевский. Рассказы о жизни и творчестве, М., 1970
- ტომარაძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დიმიტრი კაბალევსკი“ ვიკისაწყობში.
- ენციკლოპედია ბრიტანიკა
- კაბალევსკის ნაწარმოებები
- კაბალევსკის ნაწარმოებების სია
- დიმიტრი კაბალევსკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დიმიტრი ბორისის ძე კაბალევსკი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია: [ 30-ე ტომი.] / რედაქ. ა. მ. პროხოროვი— 3-ე გამოცემა. — М.: საბჭოთა ენციკლოპედია 1969