ი სო იონი
ი სო იონი (კორ. 이소연, დ.12 ივნისი, 1978, გვანჯუ, სამხრეთ კორეა) — პირველი სამხრეთ კორეელი და მეორე აზიელი კოსმონავტი ქალი. ბიოტექნოლოგიის ფილოსოფიის დოქტორი.
ი სო იონი | |
---|---|
კორ. 이소연 | |
დაბ. თარიღი | 2 ივნისი, 1978 |
დაბ. ადგილი | სამხრეთ კორეა |
ქვეყანა | სამხრეთ კორეა |
სპეციალობა | ბიოტექნოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაი სო იონი დაიბადა 1978 წლის 2 ივნისს, გვანჯუში, სამხრეთ კორეა. დაამთავრა ქალაქ გვანჯუს სკოლა[1]. სწავლობდა მექნიკისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე კორეის პერსპექტიული სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტში, ქალაქ ტეჯონში, სადაც მიიღო ბაკალავრისა და მეცნიერების მაგისტრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა იქვე, ასპირანტურაში, სადაც დაკავებული იყო ბიოტექნოლოგიის სფეროს ფარგლებში დისერტაციის მომზადებით.
2008 წლის 29 თებერვალს, მისი არყოფნის დროს, მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოტექნოლოგიის სფეროში, რადგანაც ამ დროს „რუსულ კოსმონავტთა მომზადების ცენტრში“ იმყოფებოდა.
კოსმოსური მომზადების ეტაპები
რედაქტირება2006 წლის 21 აპრილს კოსმოსური საერთონაციონალური პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეის მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაფრენ კოსმონავტთა მოსამზადებელი პროგრამის ღია კონკურსი, რომელიც 2008 წელს რუსული ხომალდით „სოიუზ ტმა-12-ით“ უნდა განხორციელებულიყო. ი სო იონი იყო თავისი ქვეყნის 36 206 მოქალაქიდან ერთ-ერთი, რომელმაც განაცხადი შეიტანა მონაწილეობაზე[2].
2006 წლის ოქტომბერში ი სო იონი ოცდაათ ნახევარფინალისტს შორის მოხვდა. ნოემბერში კი ათ ფინალისტთაგანი იყო. ამავე წლის 2 დეკემბერს სამედიცინო შემოწმებაზე გაგზავნილ რვა მონაწილეს შორის იყო. 12 დეკემბერს ექვს კანდიდატში დასახელდა. 25 დეკემბერს კი ორეულში იყო. 2007 წლის 24 იანვარს წარმატებით გაიარა წინასწარი სამედიცინო გამოკვლევა. 6 მარტს შეუდგა სპეციალურ, ხოლო 7-ში საერთოკოსმოსურ მომზადებას. 5 სექტემბერს გახდა სამხრეთ კორეელი კოსმონავტის, კო სანის დუბლიორი. 6 ნოემბერს კი დაამტკიცეს ძირითადი ეკიპაჯის წევრად.
თავდაპირველად პირველ კანდიდატად დასახელებული იყო კო სანი, თუმცა 2008 წლის 10 მარტს[3] ის მთავარი ეკიპაჟიდან რუსეთის მხარის მოთხოვნით მოხსნეს, რადგანაც არაერთხელ დაარღვია მოსამზადებელი პროტოკოლი. იგი ჩაანაცვლა სო იონმა. 2007 წელს კო სანმა სამშობლოში წაიღო სახელმძღვანელო. მაშინ მანდ ეს შემთხვევით შეცდომად შერაცხა. 2008 წლის თებერვალში მან მიიღო წვდომა გრიფით საიდუმლო საქმეებზე, რომელსაც მის მომზადებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის არა მხოლოდ გაეცნო, არადამედ გადააკოპირა და ისინი სამშობლოში გაგზავნა. ცნობების თანახმად ეს იყო ხომალდ „სოიუზის“ მართვის ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები, რომლის გაცნობის უფლება, როგორც კოსმონავტ-მკვლევარს არ ჰქონდა.
2008 წლის 18 მარტს ი სო იონმა წარმატებით ჩააბარა ორდღიანი გაფრენამდელი გამოცდა; ხოლო 21 მარტს ოფიციალურად დადასტურდა მისი ფრენაში მონაწილეობა.
დაბრუნება
რედაქტირება2008 წლის 19 აპრილს ი სო იონი მისიის დამთავრების შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა პეგი იუტსონთან და იური მალენჩეკოსთან ერთად „სოიუზ ტმა-11-ით“. ერთ-ერთი ხრახნის აუმოქმედებლობის გამო ხომალდის გამოყოფა სადგურიდან დროულად არ მომხდარა, რის გამოც აპარატმა ბალისტიკური დაშვება განახორციელა, რამაც ეკიპაჟზე დატვირთვა, გაათმაგებული მიზიდულობის ძალა მოქმედებდა. 08:30:45 UTC-ის დროით ხომალდი ყაზახეთის ტერიტორიაზე, დაგეგმილიდან 420 კილომეტრის მოშორებით დაეშვა. ასეთი მძიმე დაშვების შემდეგ ი სო იონი კორეაში გარკვეული დროით, ზურგის ტკივილების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა[4].
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაიგი არ არის დაოჯახებული. თორმეტი წლიდან დაკავებულია ტაეკვანდოთი და შედის სამხრეთ კორეის ნაკრებში[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფია
- [1]
- [2] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ი სო იონის ინსტაგრამი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.koreatimes.co.kr/www/news/tech/2008/04/117_22139.html
- ↑ astronaut.ru
- ↑ https://www.globalsecurity.org/space/library/news/2008/space-080310-voa02.htm
- ↑ http://edition.cnn.com/2008/TECH/space/04/19/skorea.soyuz/index.html[მკვდარი ბმული]
- ↑ korea.net დაარქივებული 2008-03-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)