იჰიახი (იაკუტ. Ыhыах) — ახალი წლის დღესასწაული სახაში. იმართება გაზაფხულ-ზაფხულის მიჯნაზე და ეძღვნება ბუნების გამოღვიძების ღმერთ აიის. დღესასწაული აღინიშნება განსაკუთრებული კერძებით და სვამენ კუმისს, ასევე იმართება სახალხო ცეკვები და შეჯიბრებები.[1]

იჰიახი.

მიიჩნევა, რომ იჰიახის დღესასწაული წარმოიშვა ცენტრალური აზიაში. ამ დღესასწაულს ბევრი აქვს საერთო სხვა თურქულენოვანი ხალხების მსგავს დღესასწაულებთან. იაკუტებს წლის ორად გაყოფის, მომთაბარე ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიცია შემორჩათ.

უძველესი წერილობითი ცნობა ამ დღესასწაულის შესახებ მოიპოვება XVII საუკუნის ნიდერლანდელი მოგზაურის პლესის ჩანაწერებში, რომელმაც ჩინეთისკენ მიმავალ გზაზე ციმბირი გაიარა. ის წერდა, რომ ეს დღესასწაული აღინიშნება დიდი ზეიმით. იაკუტები ანთებენ კოცონს და არ აქრობენ მთელი დღესასწაულის განმავლობაში.

ზაფხულის და ბუნების გამოღვიძებისთვის მიძღვნილი ამ ზეიმის დროს ისინი ასევე იხსენებენ წინაპრებს და მათ ჩვეულებებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Дидактический материал "Национально-региональный компонент на уроках английского языка" – Шамaева М.И., Семенова В.Д., Ситникова Н.В., Якутск 1995. (Didactic material "the National-regional component at lessons of English language" – Shamaeva M. I, Semenova V. D, Sitnikova N.V., Yakutsk 1995.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Н. А. Алексеев, Н. В. Емельянов, В. Т. Петров; "Предания, легенды и мифы саха (якутов)"; გამომცემლობა: Сибирская издательская фирма РАН; Новосибирск; წ. 1995; isbn = 5-02-030901-X; (გვ. 382)