იხვინჯა
იხვინჯა (ლათ. Anas querquedula) — ფრინველთა სახეობა იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გ აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს; აქვს მოცისფერო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაირებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
იხვინჯა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამრი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Anas querquedula (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 100600460 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 289.