იუსუფ ვარშალომიძე

იუსუფ-აღა ხუსეინის ძე ვარშალომიძე (დ. 1870, სოფ. ხელვაჩაური, — გ. 29 ოქტომბერი, 1937, ბათუმი) — ქართველი კომერსანტი, ქველმოქმედი.

ვარშალომიძის შემწეობით ბათუმის ოლქში აიგო რამდენიმე ხიდი, გაიყვანეს გზები, მატერიალურად ეხმარებოდა ადგილობრივ სკოლებს, მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, სოფ. ურეხის უპატრონო ბავშვთა სახლს. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების (1913), ქართული საქველმოქმედო საზოგადოების ბათუმის განყოფილების (1915), ქართველ მუსლიმთა მეჯლისის (1919) წევრი. გასაბჭოების შემდეგ, როგორც „კულაკს“, ჩამოართვეს ქონების ნაწილი, მათ შორის საცხოვრებელი სახლი ბათუმში. 1937 წელს დახვრიტეს.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რეპრესირებულები, გაზ. „აჭარა“, 2023, №80. — გვ. 3.