იურიკო კოიკე (იაპონ. 小池 百合子; დ. 15 ივლისი, 1952, ასია, იაპონია) — იაპონელი პოლიტიკოსი ქალი. ტოკიოს მერი 2016 წლის 2 აგვისტოდან. 2005-2009 წლებში იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი. მინისტრთა კაბინეტში ეკევა სხვადასხვა მინისტრის თანამდებობა. მუშაობდა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და ოკინავისა და ჩრდილოეთის ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად.

იურიკო კოიკე
იურიკო კოიკე
ტოკიოს მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2 აგვისტო, 2016
წინამორბედიიოიტი მასუძოე

იაპონიის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი – 25 აგვისტო, 2007
პრემიერ-მინისტრისინძო აბე
წინამორბედიფუმიო კიუმა
მემკვიდრემასაჰიკო კომურა

სახელმწიფო მინისტრი ოკინავისა და ჩრდილოეთის ტერიტორიების საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 სექტემბერი, 2004 – 26 სექტემბერი, 2006
პრემიერ-მინისტრიძიუნიტირო კოიძუმი
წინამორბედიტოსიმიცუ მოტეგი
მემკვიდრესანაე ტაკაიტი

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 სექტემბერი, 2003 – 26 სექტემბერი, 2006
პრემიერ-მინისტრიძიუნიტირო კოიძუმი
წინამორბედისიუნიტი სუძუკი
მემკვიდრემასატოსი ბაკაბაიასი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2009

დაბადებული15 ივლისი, 1952
ასია, იაპონია
პოლიტიკური პარტიალიბერალ-დემოკრატიული პარტია (2003-დან)
განათლებაკაიროს უნივერსიტეტი
საიტიოფიციალური ვებგვერდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა კობეს გარეუბანში, ქალაქ ასიაში. მამამისი, იუჯირო კოიკე იყო ვაჭარი, ასევე მოღვაწეობდა პოლიტიკის სფეროშიც. მამამისის ხშირად ესაუბრებოდა იურიკოს, რომ აუცილებელია არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის განმტკიცება, რათა მათგან სტაბილურად მიეღოთ ნავთობი. მისმა სიტყვებმა განაპირობა, რომ იურიკომ კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში დაიწყო არაბული ენის შესწავლა[1][2]. 1976 წელს მიიღო კაიროს უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში. 21 წლის ასაკში გათხოვდა იაპონელ სტუდენტზე, რომელიც ასევე კაიროში სწავლობდა. მოგვიანებით მან არაბული ენის თარჯიმნად დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ გახდა არაბულ-იაპონური ასოციაციის გენერალური მდივანი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1992 წელს აირჩიეს იაპონიის მრჩეველთა პალატაში. 1993 წლიდან წარმომადგენელთა პალატის წევრია. 2003 წლიდან მინისტრების თანამდებობაზე მუშაობს. ჯერ იყო გარემოს დაცვის მინისტრი, შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ოკინავისა და ჩრდილოეთის ტერიტორიების საკითხებში, 2007 წელს ეკავა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაც.

2016 წლის ივლისში აირჩიეს ტოკიოს მერად. თანამდებობა დაიკავა 2 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Oyaji no Senaka", Asahi Shimbun Morning Edition, 24 August 2008.
  2. "Kikase te Anata no Mottainai", Shufu-to-Seikatsusha, 12 September 2006.