იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ტუნისში
2015 წლის მონაცემებით ტუნისში 8 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1007) 0,8 %. 7 ძეგლი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო ერთი ბუნებრივი კრიტერიუმების მიხედვით.
გარდა ამისა, 2015 წლის მონაცემებით 10 ობიექტი შეტანილია იუნესკოს კანდიდატების საცდელ სიაში.[1]. ტუნისმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1975 წლის 10 მარტს[2]. ტუნისის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1979 წელს.
ცხრილი
რედაქტირებაცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ტუნისის მედინა (არაბ. مدينة تونس القديمة) |
ტუნისის ვილაიეთი | VIII საუკუნე | 1979 2010[3] |
36 | ii, iii, v | |
2 | კართაგენი (არაბ. موقع قرطاج الأثري) |
ტუნისის ვილაიეთი | ძვ. წ. 814 | 1979 | 37 | ii, iii, vi | |
3 | ელ-ჯემის ამფითეატრი (არაბ. مدرّج الجم الروماني) |
მაჰდიის ვილაიეთი | III საუკუნე | 1979 2010[3] |
38 | iv, vi | |
4 | იშკელის ეროვნული პარკი (არაბ. محمية إشكل الوطنية) |
ბიზერტის ვილაიეთი | 1977 | 1980 | 8 | x | |
5 | პუნიკური ქალაქი კერკუანე და მისი კერკუანეს ნეკროპოლისი (არაბ. مدينة كركوان البونيقية ومقبرتها) |
ნაბულის ვილაიეთი | ძვ.წ. IV—III საუკუნეები | 1985 2010[3] |
332 | iii | |
6 | სუსის მედინა (არაბ. مدينة سوسة القديمة) |
სუსის ვილაიეთი | IX საუკუნე | 1988 2010[3] |
498 | iii, iv, v | |
7 | კაირუანი (არაბ. القيروان) |
კაირუანის ვილაიეთი | 670 | 1988 | 499 | i, ii, iii, v, vi | |
8 | დუგა (არაბ. دقّّة) |
ბეჯის ვილაიეთი | ძვ. წ. VI საუკუნე | 1997 | 794 | ii, iii |