დუგა
დუგა ან ტუგა (ბერბერ. Dugga, Tugga, არაბ. دقة) — ძველრომაული ქალაქი ჩრდილოეთ ტუნისში, რომელიც მოიცავს 65 ჰა არქეოლოგიურ ტერიტორიას. 1997 წელს იუნესკომ დუგა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რადგან ის მიჩნეულია „საუკეთესოდ შემონახულ პატარა ჩრდილოაფრიკულ რომაულ ქალაქად“. ნაქალაქარი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, დაცულია თანამედროვე ურბანული პროცესების ყოველგვარი ხელყოფისგან, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად კართაგენზე, რომელიც მრავალჯერ შერემონტდა.
დუგა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ტუნისი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 36°25′20″ ჩ. გ. 9°13′06″ ა. გ. / 36.42222° ჩ. გ. 9.21833° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 794 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 794 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქს უიშვიათესად აქცევს მისი ზომა, ბრწყინვალედ დაცული მონუმენტები და მდიდარი ნუმიდიურ-ბერბერული, პუნიკური, ძველრომაული და ბიზანტიური ისტორია. ყველაზე ცნობილ მონუმენტებსა და ადგილებს შორისაა პუნიკურ ლიბიური მავზოლეუმი, კაპიტოლიუმი, თეატრი, სატურნისა და იუნონას ტაძრები.
არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თანამედროვე ქალაქ ტებურსუკიდან 4, 6 კილომეტრში, დაუსახლებელ პლატოზე.
დუგას ისტორია უკეთესადაა ცნობილი მისი რომაული დაპყრობის შემდეგ. მიუხედავად ამისა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რომაელებამდელი ძეგლები, მათ შორის მავზოელუმი, ნეკროპოლისი და ტაძრები. ეს მონუმენტები ქალაქის მნიშვნელობაზე მიუთითებენ ჯერ კიდევ რომაელთა მოსვლამდელ ხანაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Portail sur le site de Dougga et sa région დაარქივებული 2009-04-03 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Étude de l’architecture religieuse de Dougga (Ministère français des affaires étrangères) დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- Fouilles tuniso-allemandes à Dougga (Institut archéologique de l’Université de Fribourg-en-Brisgau)(გერმანული)
- Thugga, University of Freiburg (გერმანული)
- Dougga: Roman Ruins დაარქივებული 2006-01-30 საიტზე Wayback Machine.
- Dougga Site, UNESCO World Heritage
- Dougga information დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Photo დაარქივებული 2011-08-24 საიტზე Wayback Machine.