კერკუანე
კერკუანე (არაბ. كركوان) — პუნიკური ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისში, კაპ-ბონის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. ეს ფინიკიური ქალაქი სავარაუდოდ მიტოვებულ იქნა პირველი პუნიკური ომისას (ძვ. წ. 250) რომაელებს ის აღარ აღუდგენიათ. იგი დაახლოებით 400 წლის მანძილზე არსებობდა.
პუნიკური ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ტუნისი | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii | |
სია | [1] | |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები | |
კოორდინატები | 36°56′47″ ჩ. გ. 11°05′57″ ა. გ. / 36.94639° ჩ. გ. 11.09917° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) | |
ნომერი | 332 | |
გაფართოება | 1986 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 332 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების ნანგრევები. თვალნათელი გახდა ქალაქის იერსახე: ბევრ სახლს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს კედლები, ჯერ კიდევ ჩანს ფერადი თიხა მათ ფასადებზე. სახლებს სტანდარტული გეგმა გააჩნიათ, რაც თანხმობაში მოდის ქალაქის გეგმარებასთან.
შემორჩენილია ტაძრის ზოგიერთი სვეტი და ატრიუმის პატარა, მოზაიკური ნაწილი. ბოძები, ქვის საფეხურები, ზღურბლები, და იატაკი მოზაიკის ფენებითაა დაფარული. კერკუანეში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მიჩნეულია, რომ მისი საუკეთესო ნაწილი უკვე აღმოჩენილია.
კართაგენის, ადრამეტუმის (თანამედროვე სუსი) და უტიკის გვერდით კერკუანე უმნიშვნელოვანესი პუნიკური ქალაქი იყო.
1985 წელს, ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lexicorient დაარქივებული 2011-11-13 საიტზე Wayback Machine.
- Kerkounane Guide დაარქივებული 2011-10-04 საიტზე Wayback Machine.