იუბეა
იუბეა (Jubaea) — მერქნიან მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისი. მისი ერთადერთი სახეობაა Jubaea spetabilis. 15 მ-მდე სიმაღლის ხეა. ღეროს წვერზე ფრთისებრ განკვეთილი და ოდნავ რკალივით მოხრილი ფოთლები სხედან (40 წელზე მეტი ხნის მცენარეს 60-100 ასეთი ფოთოლი აქვს).
იუბეა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Jubaea | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | ||||||||||||||
|
ნაყოფი იჭმება. თესლი 35%-მდე ზეთს შეიცავს. ფოთლებს ქოხების სახურავად იყენებენ. მისგან იღებენ აგრეთვე ბოჭკოს. ღეროს გამონაჟონი ტკბილი წვნიდან ამზადებენ ბადაგს, ხდიან არაყს. იუბეა გვხვდება სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, დეკორატიულ მცენარედ აშენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 268.