იტაუგუა
იტაუგუა (ესპ. Itauguá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 30 კმ-ის მოშორებით. დაარსდა 1728 წელს და ცნობილია თავისი კოხტა ქსოვილების ხელოვნებით და მუსიკით.
ქალაქი | |
---|---|
იტაუგუა Itauguá | |
ქვეყანა | პარაგვაი |
დეპარტამენტი | ცენტრალური |
კოორდინატები | 25°23′00″ ს. გ. 57°20′00″ დ. გ. / 25.38333° ს. გ. 57.33333° დ. გ. |
დაარსდა | 1728 |
ფართობი | 122 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
მოსახლეობა | 89 449 კაცი (2008) |
სიმჭიდროვე | 1 090,84 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 |
სატელეფონო კოდი | 294 |
საფოსტო ინდექსი | 2680 |
ოფიციალური საიტი | https://www.municipios.gov.py/itaugua/municipios.gov.py/itaugua |
ქალაქში არსებულ სან-რაფაელის მუზეუმში გამოფენილია კოლონიური ხანის ნივთები.
იტაუგუის ცენტრში ჯერ კიდევ შესაძლებელია კოლონიური არქიტექტურის ხილვა. სახელი ეწოდა ნაკადულ იტაისგან, რომელიც ქალაქს კვეთს. იტა გუარანის ენაზე ქვას ნიშნავს, სუფიქსი გუა კი ამავე ენაზე კუთვნილებას გამოხატავს.
დემოგრაფია
რედაქტირება2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 89 449 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 44 997 კაცია და 44 451 ქალი.
ტურიზმი
რედაქტირებაქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა პარტინიოსა და სერიტოს ბორცვები, ვირხენ-დელ-როსარიოს ეკლესია, სან-რაფაელის მუზეუმი და დიქტატორ ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსიას დროს აგებული კოლონიური სახლები.
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი გრილია. გაზაფხულისა და ზაფხულისთვის დამახასიათებელია წვიმიანი ამინდი მაღალი ტემპერატურით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- SENATUR დაარქივებული 2015-05-20 საიტზე Wayback Machine.
- World Gazeteer: Paraguay[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com