ისრაელ კამაკავივო’ოლე
ისრაელ კამაკავივო’ოლე (ჰავ. Israel Kamakawiwoʻole; დ. 20 მაისი, 1959 — გ. 26 ივნისი, 1997) — ჰავაელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც სიმღერებს ასრულებდა უკულელეს თანმხლებით.
ისრაელ კამაკავივო’ოლე | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 20 მაისი, 1959 |
დაბ. ადგილი | ჰონოლულუ, ჰავაი, ჰავაის ტერიტორია |
გარდ. თარიღი | 26 ივნისი, 1997 (38 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ |
ეროვნება | ჰავაიელები |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1976–1997 |
ლეიბლ(ებ)ი | Mountain Apple Company |
ხელმოწერა | |
საიტი | izhawaii.com |
ისრაელ კამაკავივო’ოლე ვიკისაწყობში |
იგი ცნობილი გახდა 1993 წელს გამოშვებული ალბომით Facing Future. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Somewhere Over the Rainbow/What a Wonderful World“, რომელიც შედის ალბომებში Ka ʻAnoʻi და Facing Future — ეს უკანასკნელი იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ჰავაურ ალბომად.[1]
მისი მუსიკა აგრეთვე მოიცავდა სხვადასხვა ჟანრებს, მათ შორის ჯაზსა და რეგის. კამაკავივო'ოლე ჰავაური მუსიკის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1959 წელს, ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუში. მუსიკით 11 წლის ასაკში დაინტერესდა. 1988 წელს მან გამოსცა თავისი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია „Somewhere Over the Rainbow/What a Wonderful World“ — კლასიკური სიმღერების „What a Wonderful World“-ისა და „Somewhere over the Rainbow“-ის პოპური, რომელიც ბევრ ცნობილ ფილმში გაჟღერდა.
პირველი ალბომი სახელწოდებით Ka ʻAnoʻi გამოსცა 1990 წელს. ალბომს წილად ჰხვდა „წლის ალბომის“ ტიტული ადგილობრივი ხმისჩამწერი აკადემიისგან, ხოლო თავად მუსიკოსი დასახელდა „წლის ვოკალისტად“.
მსოფლიო აღიარება მოიპოვა ალბომ Facing Future-ის გამოსვლის შემდეგ, რომელიც პირველ პლატინის ალბომად იქცა ჰავაიზე.[3] აშშ-ში რამდენიმე მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
მისი ალბომები დღითიდღე სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდნენ და წამყვან პოზიციებს იკავებდნენ აშშ-ის ჩარტებში. მთლიანი კარიერის განმავლობაში გამუდმებით იცავდა თანამემამულეების უფლებებს და მოითხოვდა ჰავაის დამოუკიდებლობას, რასაც გადმოსცემდა თავის სიმღერებში.
1997 წელს, მუსიკოსს მეორედ გადასცეს ადგილობრივი ხმისჩამწერი აკადემიის ჯილდო — მან გაიმარჯვა თითქმის ყველა არსებულ ნომინაციაში, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ცერემონიაზე დასწრება ვერ შესძლო.
გარდაცვალება
რედაქტირებაისრაელ კამაკავივო’ოლე 1997 წლის 26 ივნისს,[4] 38 წლის ასაკში სასუნთქი გზების დაავადებით გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილი ჭარბმა წონამ გამოიწვია. იგი 343 კილოს იწონიდა და სიმაღლეში 188 სმ აღწევდა.[4] 12 ივლისს, დაკრძალვის დღეს, ჰავაის მთელ ტერიტორიაზე დაშვებული იქნა ყველა დროშა — ის იყო მესამე ადამიანი, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. მის დაკრძალვაზე 10,000 კაცამდე დაესწრო, რათა შეესრულებინათ მუსიკოსის უკანასკნელი სურვილი — მიმოეფანტათ მისი ფერფლი წყნარ ოკეანეში.[5]
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირება- Ka ʻAnoʻi (1990)
- Facing Future (1993)
- E Ala E (1995)
- N Dis Life (1996)
კომპილაციური ალბომები
რედაქტირება- Iz in Concert: The Man and His Music (1998)
- Alone in IZ World (2001)
- Wonderful World (2007)
ლიტერატურა
რედაქტირება- Carroll, Rick (2006). IZ: Voice of the people. Honolulu, Hawaiʻi: Bess Press. ISBN 978-1-57306-257-2. OCLC 71325451.
- Kois, Dan (2010). Facing Future, 33⅓. New York: Continuum International Publishing Group. ISBN 9780826429056. OCLC 676695887.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Montagne, Renee (6 დეკემბერი, 2010). „Israel Kamakawiwo'ole: The Voice of Hawaii“. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Gordon, Mike; Beverly Creamer; Wayne Harada. „The Legacy: A Voice Of Hawai'i and Hawaiians“. The Honolulu Advertiser. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი, 2008. ციტირების თარიღი: 19 აგვისტო, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ „Brudda Iz's Facing Future goes platinum, a first for Hawaii“. Honolulu Star-Bulletin. 6 ოქტომბერი, 2005. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ 4.0 4.1 Kekoa Enomoto, Catherine; Gregg K. Kakesako (June 26, 1997). „'IZ' Will Always Be“. Honolulu Star-Bulletin.
- ↑ Adamski, Mary (10 ივლისი, 1997). „Isles Bid Aloha, not Goodbye, to 'Brudda Iz'“. Honolulu Star-Bulletin. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)