ისრაელის სახლი
ისრაელის სახლი (ებრ. בית ישראל ბეთ ისრაელ, ინგლ. Israeli House NET) — არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ჰასბარაზე — სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელის სახელმწიფოს პოლიტიკის განმარტებაზე, საინფორმაციო მხარდაჭერასა და მეგობარ ქვეყნებთან ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე. ისრაელის სახლი, ჰასბარას ახალი მეთოდის მსოფლიოში დანერგვის მიზნით, საქართველოში განხორციელებული პილოტური პროექტია, რომელიც ისრაელის წამყვანი პოლიტიკური ძალების — ლიქუდის, ავოდას და ქულანუს ცალკეულ წევრთა მონაწილეობით შეიქმნა.[1][2][3][4]
ისრაელის სახლი | |
---|---|
შეიქმნა | 2013 წელი |
სტატუსი | აქტიური |
მდებარეობა |
0114 თბილისი, საქართველო, თავისუფლების მოედანი 4 |
აღმასრულებელი დირექტორი | იციკ მოშე |
israelihouse.net |
ისტორია
რედაქტირებაისრაელის სახლი 2013 წელს დააარსა იციკ მოშემ, წარსულში ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. თბილისში ორგანიზაციის პილოტური პროექტის გახსნას ესწრებოდნენ ოფიციალური სტუმრები ისრაელიდან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინი.
ისრაელის სახლის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წლის 29 ნოემბერს პალესტინის ავტონომიას დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილებას 138-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი — მათ შორის საქართველომ. იმ დროისთვის საქართველოში უკვე მოქმედი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის[5] ხელმძღვანელმა იციკ მოშემ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოში ისრაელის დიპლომატიის ჩავარდნა და საჭირო იყო სახალხო დიპლომატიის ამოქმედება,[6] რაც შემდეგ ისრაელის სახლის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საჭიროა მეგობარი ქვეყნებისთვის ისრაელის უკეთ გაცნობა, მისი საგარეო პოლიტიკის განმარტება, მჭიდრო ურთიერთობა სახალხო დიპლომატიის გზით, მეტი მაღალი დონის ორმხრივი ოფიციალური და საქმიანი ვიზიტები.[7][8]
ისრაელის წინააღმდეგ გლობალური პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ომის პირობებში, ისრაელის სახლი ისრაელის ხელისუფლებას სთავაზობს ჰასბარას კამპანიაში საპატიო კონსულის ინსტიტუტის ჩართვას. კერძოდ, მიზნობრივ ქვეყანაში სტატუსისა და გავლენის მქონე საპატიო კონსული პირადი ფინანსური რესურსებისა და კონტაქტების გამოყენებით, მიზნობრივ ქვეყანაში უნდა გაუძღვეს ისრაელის მხარდამჭერ კამპანიას ადგილობრივ მედიაში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში. ამ იდეის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ჰასბარას წარმართვის ფინანსური ტვირთი ისრაელის სახელმწიფოდან გადადის ფინანსურად შეძლებულ საპატიო კონსულებზე.
ასეთი ინიციატივების გამო ისრაელის წამყვანი გამოცემა იედიოთ ახრონოთი ისრაელის სახლს საქართველოში ალტერნატიულ საელჩოს უწოდებს და წერს, რომ ორგანიზაციას გავლენა აქვს ქვეყნების ურთიერთობებზე.[9] ისრაელიდან ყოველწლიურად არაერთი პოლიტიკური ლიდერი სტუმრობს ისრაელის სახლს. [10][11][12]
ორგანიზაცია პერიოდულად მართავს ლექციებს ისრაელზე,[13][14][15][16] თანაორგანიზატორია საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმების, თბილისსა და იერუსალიმში ატარებს ჰასბარას მასშტაბურ ფორუმებს,[17][18][19] რომელსაც საქართველოსა და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან; საქართველოში მართავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოებს.[20] [21] ისრაელის სახლის თაოსნობით, საქართველოს მედიაში ყოველწლიურად 100-მდე პროისრაელური სტატია და სიუჟეტი გადის.ქნესეთთან ერთად გადაიღო ფილმი ქართველ შინდლერებზე და გამოსცა ბუკლეტი.ისრაელის სახლი თითქმის ყოველწლიურად თბილისში მასშტაბურად აღნიშნავს ხანუქას.[22][23]
2016 წლიდან ისრაელის სახლი არის ევროპული ალიანსი ისრაელისთვის (EAI) პარტნიორი ორგანიზაცია.[24][25] EAI-ის ფორუმები ის პლატფორმაა, სადაც ისრაელის სახლი ისრაელის ჰასბარაზე, ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან მეგობარი ქვეყნების კავშირის გაღრმავებაზე მუშაობს.
საქმიანობა
რედაქტირებაისრაელის სახლი ორგანიზატორია სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული, საქველმოქმედო ღონისძიების. მისი თაოსნობით საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია,[26][27] გაიხსნა ისრაელის კაბინეტები,[28] საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დააარსა ებრაული ბიბლიოთეკის კუთხე,[29] [30]აწყობს საქველმოქმედო აქციებს,[31][32][33][34][35][36][37] გამოსცა წიგნი დიდ საბჭოთა ალიაზე[38] (ავტორი: გიორგი ბერნშტეინი) და საქართველოს ტურიზმის პოტენციალზე. მისი ხელშეწყობით ისრაელის ტელევიზიებისთვის საქართველოს ტურიზმზე მომზადდა რამდენიმე სიუჟეტი.[39]
ისრაელის სახლის მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის ინიციატივები და ექსპერტული ანალიზი საქართველოსა და ისრაელის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს დაეხმარება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში და პრობლემების გადაჭრაში. ისრაელის სახლის მიერ გამოყენებული ჰასბარას მეთოდოლოგია ეფექტიანი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისთვის; ის მეორე მხარეს ხდის ჰასბარას უშუალოდ მონაწილედ, რაც მნიშვნელოვანია ისრაელისადმი სოლიდარობის მისაღწევად. საბოლოოდ კი, რეალური ისრაელის წარმოჩენა ამცირებს მსოფლიოში მზარდ ანტისემიტიზმს.
ისრაელის სახლი ინიციტორია იდეის, რომ ისრაელ-არაბულ საკითხებზე მოლაპარაკებებს პერიოდულად თბილისმა უმასპინძლოს. ორგანიზაციის თაოსნობით, ასეთი შეხვედრა საქართველოში ერთხელ უკვე გაიმართა, რომელშიც ქნესეთის წევრები და სამშვიდობო საკითხებზე მომუშავე ბრიტანელ ანალიტიკოსები მონაწილეობდნენ.[40]
საქართველოს კულტურის სამინისტროს წარდგინებით, 2017 წელს ისრაელის სახლი გახდა ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ -ს[41] წევრი და საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს.[42][43][44][45][46][47] AEPJ-სთან თანამშრომლობით, კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ჰასბარას კამპანიის შემადგენელი ნაწილი გახდა - ტურისტულ დატვირთვასთან ერთად, ისრაელის სახლმა მას ებრაული ცნობიერების ამაღლების ფუნქცია შესძინა.
ისრაელის სახლი მონაწილეობს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის (AEPJ) ტრანსნაციონალურ პროექტში - Parallel Traces [48][49]ორგანიზაცია ყოველწლიურად, სექტემბერში თბილისში მართავს ებრაული კულტურის ევროპულ დღეებს.[50][51][52] ისრაელის სახლის კონცეფციის მხარდამჭერი ისრაელელი პოლიტიკური მოღვაწეები მხარს უჭერენ 100 ქვეყანაში ისრაელის სახლის წარმომადგენლობების გახსნას.[53][54][55]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება". მედიანიუსი. 13 სექტემბერი, 2016
- ↑ "ისრაელის სახლის ორგანიზებით, ფორუმი და ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი გაიმართა". მედიანიუსი. 16 დეკემბერი, 2017
- ↑ "თბილისში ისრაელის დიპლომატიური მხარდაჭერისადმი მიძღვნილი ღონიძიება გაიმართა". ინტერპრესნიუსი. 25 დეკემბერი, 2016
- ↑ "თბილისს ისრაელის ქსენეთის წევრი "სიონისტური ბანაკიდან", იციკ შმული სტუმრობს". ინტერპრესნიუსი. 10 აპრილი, 2017
- ↑ "საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ოფიციალური გვერდი"
- ↑ "იციკ მოშე - მე რომ საქართველოში ისრაელის ელჩი ვიყო, ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა" ინტერპრესნიუსი. 03 დეკემბერი, 2012
- ↑ "ინფორმაცია ისრაელის სახლის ოფიციალურ ვებ გვერზე დაარქივებული 2020-08-15 საიტზე Wayback Machine. " Israeli House website.
- ↑ "ინფორმაცია ისრაელის სახლზე Youtube-ზე" Youtube. 08 დეკემბერი, 2014
- ↑ "ბიზნესმენმა იციკ მოშემ ალტერნატიული საელჩო შექმნა საქართველოში" Yediot. 09 დეკემბერი, 2019
- ↑ "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება" მედიანიუსი. 13 სექტემბერი, 2016
- ↑ "ისრაელის სახლის სახით აქ ჩვენ გვყავს ლიდერი და პარტნიორი, რომელიც გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიმოქმედოთ გარეთ ისრაელის მხარდასაჭერად - ისრაელელი პარლამენტარი" მედიანიუსი. 10 აპრილი, 2017
- ↑ ""ისრაელის სახლის" მეთოდიკამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა"
- ↑ "ჰოლოკოსტგამოვლილი ოჯახის წარმომადგენელმა ქართველ სტუდენტებს ლექცია წაუკითხა" მედიანიუსი. 29 ნოემბერი, 2019
- ↑ "საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად ისრაელის დელეგაცია იმყოფება" მედიანიუსი. 18 ივლისი, 2019
- ↑ "მორინ ბეჟამინი: "ისრაელის სახლი" გვჭირდება აშშ-შიც, ევროპაშიც" მედიანიუსი. 01 სექტემბერი, 2017
- ↑ "ისრაელიდან საქართველოში ვიზიტით იმყოფება 40 ახალგაზრდა ელჩი" Scooper. 20 ივნისი, 2017
- ↑ "ხილიკ ბარ: ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვინც ამბობს თქვენთან ერთად და არა თქვენს ნაცვლად" მედიანიუსი. 28 დეკემბერი, 2016
- ↑ "ჰასბარას საერთაშორისო ფორუმი ბილთმორში" Youtube. 27 დეკემბერი, 2016
- ↑ "იერუსალიმში "ისრაელის სახლის" მიერ ორგანიზებული ჰასბარას ფორუმი ჩატარდა" მედიანიუსი. 09 ივლისი, 2017
- ↑ "ხვალ რუსთაველის თეატრში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება" მედიანიუსი. 30 აპრილი, 2019
- ↑ "იციკ მოშემ პოლონეთში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა" მედიანიუსი. 28 ნოემბერი, 2017
- ↑ "ხანუკას დღესასწაული ოპერაში" Youtube. 27 დეკემბერი, 2016
- ↑ "იციკ მოშე: უნდა გვახსოვდეს, რომ გაფართოვებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ ერთი მედლის ორ მხარეს" მედიანიუსი. 26 დეკემბერი, 2016
- ↑ "ბუქარესტში გამართულ ევროპულ ასამბლეაზე "ისრაელის სახლის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა" მედიანიუსი. 26 ოქტომბერი, 2017
- ↑ "ბუქარესტში გამართულ ევროპულ ასამბლეაზე "ისრაელის სახლის" კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა" მედიანიუსი. 26 ოქტომბერი, 2017
- ↑ "უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის ისტორიის შესახებ სწავლებასა და კვლევების განხორციელებას იწყებს" გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 19 ივლისი, 2017
- ↑ ""ისრაელის სახლის" კამპანია-ისრაელელი აქტივისტებისა და დამსახურებული პენსიონრების 150-კაციანი ჯგუფი საქართველოში" მედიანიუსი. 28 სექტემბერი, 2019
- ↑ "ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის პრეზენტაცია" ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. 06 მაისი, 2019
- ↑ "ისრაელის სახლის ორგანიზებით, ფორუმი და ებრაული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალი გაიმართა" მედიანიუსი. 16 დეკემბერი, 2017
- ↑ "საქართველო-ისრაელს შორის მაღალი ურთიერთკულტურის გაცნობა" პია.
- ↑ "ხანუკა 2015" Youtube. 06 დეკემბერი, 2015
- ↑ "იერუსალიმის დღე" Youtube. 18 მაისი, 2015
- ↑ "საქველმოქმედო ვახშამი ფონდის მხარდასაჭერად" Media4life.
- ↑ "ისრაელის სახლი" ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს" ინტერპრესნიუსი. 30 დეკემბერი, 2019
- ↑ "საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატამ StopCovid ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხა, ჟურნალისტებისთვის კი ისრაელიდან პირბადეებს გამოაგზავნის[მკვდარი ბმული]" იმედი ნიუსი. 25 მარტი, 2020
- ↑ "ისრაელის ბიზნეს პალატა და "ისრაელის სახლი" COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის StopCov ფონდში 18 ათასი ლარი გადარიცხეს" ბიზნესს თაიმი. 25 მარტი, 2020
- ↑ "საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატამ და "ისრაელის სახლმა" StopCov ფონდში 18000 ლარი ჩარიცხა" რუსთავი 2. 25 მარტი, 2020
- ↑ ""შეჭრა საბჭოთა კავშირში"-გიორგი ბერნშტეინის წიგნის პრეზენტაციას ისრაელის დელეგაცია დაესწრო" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო. (GHN) 03 დეკემბერი, 2018
- ↑ "წიგნის პრეზენტაცია" Youtube. 27 მაისი, 2016
- ↑ "ხილიკ ბარი: თბილისში საერთაშორისო ფორუმებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 26 მარტი, 2018
- ↑ "Jewisheritage official website"
- ↑ "საქართველოს კულტურული მარშუტების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2020-06-16 საიტზე Wayback Machine. "
- ↑ ""ისრაელის სახლის" კიდევ ერთი მიღწევა ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიმართ[მკვდარი ბმული]" Kehila4u.
- ↑ "საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშუტი ამოქმედდება" მედიანიუსი. 28 მარტი, 2017
- ↑ "ებრაული მემკვიდრეობის გენერალური ასამბლეა თბილისში[მკვდარი ბმული]" საქართველოს კულტურული მარშუტი. 29 მარტი, 2019
- ↑ "ისრაელის სახლმა ებრაული მემკვიდრეობის მარშუტის პრეზენტაცია ბარსელონასა და კულტურის სამინისტროში გამართა" მედიანიუსი. 28 თებერვალი, 2018
- ↑ ""ისრაელის სახლს" საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტრომ "მადლობის სიგელი" გადასცა" მედიანიუსი. 29 მაისი, 2019
- ↑ ""ისრაელის სახლი" ტრანსნაციონალურ ევროპულ პროექტში ჩაერთო" მედიანიუსი. 01 ნოემბერი, 2018
- ↑ "კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის კავშირებში" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 28 მარტი, 2019
- ↑ "ისრაელის სახლის ორგანიზებით,თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა" მედიანიუსი. 06 სექტემბერი, 2017
- ↑ "„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეები აღინიშნა" მედიანიუსი. 10 სექტემბერი, 2018
- ↑ "ამირ ფერეცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირი გავაძლიეროთ" მედიანიუსი. 23 ოქტომბერი, 2019
- ↑ ""ისრაელის სახლის" მეთოდიკამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა" საქართველოს ახალი ამბების სააგენტო.(GHN) 05 ნოემბერი, 2019
- ↑ "ისრაელის სახლის კონცეფცია ქსენეთის მხარდაჭერით ევროპის ქვეყნებში ხორციელდება" საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა. 13 სექტემბერი, 2016
- ↑ "იციკ მოშე-მთავარი პერსონა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში" დიპლომატი. 11 სექტემბერი, 2017