ისლანდიის კოლონიზაცია

ზოგადად ითვლება, რომ ისლანდიის კოლონიზაცია დაიწყო IX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ნორვეგიელი დევნილები გადასახლდნენ ატლანტის ოკეანის გასწვრივ. მიგრაციის მიზეზები გაურკვეველია, მოგვიანებით, შუა საუკუნეებში, თავად ისლანდიელები, მიზეზად ასახელებდნენ სამოქალაქო დაპირისპირებას (სავარაუდოდ სამოქალაქო ომს), რომელიც გამოიწვია ნორვეგიის მეფის, ჰარალდ I-ის უსაზღვრო ამბიციებმა, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები ყურადღებას ამახვილებენ უფრო ღრმა ფაქტორებზე, როგორიცაა დასამუშავებლად ვარგისი მიწების ნაკლებობა სკანდინავიაში. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიისაგან განსხვავებით, ისლანდია იყო დაუსახლებელი მიწა და აქ კოლონიზაცია არ გახდებოდა მეზობელ ქვეყნებთან დაპირისპირების მიზეზი.

სკანდინავიელები მიემგზავრებიან ისლანდიაში 872 წელს

არი თორგილსონის Landnámabók-ისა და Íslendingabók-ის საფუძველზე, ინფორმაცია მოიპოვება XII და XIII საუკუნეებით დათარიღებულ ისტორიებზე რომლებიც შეიცავს უამრავ დეტალს კოლონიების შესახებ, 870 და 874 წლები განიხილება როგორც კოლონიზაციის პირველი წლები. თუმცა, ეს წყაროები მეტწილად არასანდოა და კოლონიზაციის შესახებ მცდარ ინფორმაციას იძლევა, მათ მიერ მოწოდებულ დეტალები და ბოლო კვლევები კოლონიზაციაზე მეტად ფოკუსირებულია არქეოლოგიურ და გენეტიკურ მტკიცებულებებზე.[1]

ტრადიციულად, ითვლება რომ ისლანდიის კოლონიზაციის პერიოდი 874-დან 930 წლამდე გაგრძელდა, ისლანდიის თანამეგობრობის ასამბლეა დაარსდა თინგველირის ეროვნულ პარკში. ამრიგად, ისლანდია არის ერთ-ერთი უკანასკნელი ტერიტორიაა, სადაც ადამიანები დასახლდნენ (მადაგასკარი და ახალი ზელანდია უკვე კოლონიზებულები იყვნენ, პირველი ათასწლეულის შუა ხანებში).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Karlsson, Gunnar (2016). Landnám Íslands. Reykjavík: Háskólaútgáfan, გვ. 26. ISBN 9789935231130.