ისააკ ალიხანიანი
ისააკ ალიხანიანი (დ. 26 იანვარი, 1876, დუშეთი — გ. 15 მარტი, 1946, თბილისი) — სომეხი მსახიობი. სომხეთის (1923) და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941).[1]
ისააკ ალიხანიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 იანვარი, 1876 დუშეთი, სსსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
15 მარტი, 1946 (70 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1896 წელს დაამთავრა ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია თბილისში.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1897 წელს. იყო ბაქოს (1897–1903, 1907–1909), თბილისის (1903–1906, 1910–1921), დონის როსტოვის (1906–1907) დასების მსახიობი, რეჟისორი, ხელმძღვანელი. იგი იყო 1921 წელს სომხეთში, ერევანში პირველი სახელმწიფო თეატრის (ამჟამად გ. სუნდუკიანის სახელობის) შექმნის ერთ–ერთი ორგანიზატორი. 1922 წლიდან დაბრუნდა თბილისის სომხურ თეატრში, სადაც განასახიერა როლები: ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ოსვალდი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“), არსენა (შანშიაშვილის „არსენა“), პეპო (გ. სუნდუკიანის „პეპო“), სეირანი (ა. შირვანზადეს „ნამუსი“), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბერსენიევი (ბ. ლავრენიევის „რღვევა“) და სხვ.
ისააკ ალიხანიანის სახელს ატარებს ქუჩა თბილისის ერთ-ერთი უბნის (ავლაბარი) სომხურ კვარტალში.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1923 — სომხეთის სახალხო არტისტი
- 1941 — საქართველოს სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „დურუჯი“. 1 დეკემბერი. 2018. №9 (127) გვ. 11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-24. ციტირების თარიღი: 2023-02-24.