იროს ტბა
იროს ტბა (ფრანგ. Lac Iro) — ტბა, რომელიც მდებარეობს ჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთის შუა შარის რეგიონში. ზაფხულის და შემოდგომის თვეებში იკვებება აღმოსავლეთიდან მომდინარე მდინარე ბაჰრ-ელ-გაზალის წყლით, რომელიც იტოტება ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ-ში. ტბა მდებარეობს ჩადი-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ით ჩრდილოეთით. ირო თითქმის წრიული ტბაა, სიგრძით 13 კმ და სიგანით 11 კმ. მშრალი სეზონის დროს იგი შეიძლება მთლიანად დაშრეს.
იროს ტბა | |
---|---|
ფრანგ. Lac Iro | |
კოორდინატები: 10°06′00″ ჩ. გ. 19°25′00″ ა. გ. / 10.10000° ჩ. გ. 19.41667° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩადი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 386 მ |
სიგრძე | 13 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ფართობი | 110 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ბაჰრ-ელ-გაზალი |
არსებობს ეჭვი, რომ ტბა დარტყმითი კრატერის ნარჩენია.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ James B. Garvin (1986). POSSIBLE IMPACT STRUCTURES IN CENTRAL AFRICA
- ↑ W. Reimold & C. Koeberl (2014). Impact structures in Africa: A review, Journal of African Earth Sciences, Volume 93, May 2014, Pages 57–175