იროდიონ ევდოშვილის ქუჩა
იროდიონ ევდოშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); რკინიგზიდან დავით ყიფიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 1890 წლიდან ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის სახელი ერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1923 წელს იროდიონ ევდოშვილის სახელი ეწოდა.
იროდიონ ევდოშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
უბანი | დიდუბე |
წინა სახელები | ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 65, ISBN 978-99928-20-35-3.