დავით ყიფიანის ქუჩა

დავით ყიფიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან ზეზვა გაფრინდაულის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად ახალი მალაკნების ქუჩა ერქვა. სახელწოდება უკავშირდება მალაკნებს, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ თბილისის სხვადასხვა უბნებიდან და რუსეთიდან, შემდეგ დიდუბის ქუჩა დაერქვა. დატანილია თბილისის ქუჩების 1895 წლის გეგმაზე. 2007 წელს დავით ყიფიანის სახელი ეწოდა.

დავით ყიფიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
ისტორიული რაიონი დიდუბე
წინა სახელები ახალი მალაკნების ქუჩა, დიდუბის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება